თეგებით ძიება
28. 03. 2025 ბიზნესი

ვცდილობთ დავიჭიროთ ფასები, რომ სრულად დაბალბიუჯეტიან ქვეყნად არ ვიქცეთ - ჰოტელიერი

„ინდოეთი, ჩინეთი შემოვიდა, მოითხოვეს თავისი კერძები და ძალიან დაბალი ფასები - ვცდილობთ დავიჭიროთ ფასები, რომ სრულად დაბალბიუჯეტიან ქვეყნად არ ვიქცეთ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა.

„ორგანიზებული სერიული ტურების შემთხვევაში, წელს ტურისტები ძირითადად ისრაელიდან პოზიციონირებს. შარშან ხელი ომიდან გამომდინარე შეეშალათ, წელს კი ჯავშნები გაზრდილია. პოლონეთი შედარებით შემცირებულია, რაც უფრო ფრენებთან არის დაკავშირებული, ძირითადად მასიურ ტურიზმზე ეს მუშაობს და ახლა ძალიან აქტიურად წამოვიდა ჩინეთი, კორეა და ტაილანდი.

ინდივიდუალურ ტურისტებს, რაც შეეხებათ აქ ბაზარი ძალიან დივერსიფიცირებულია, სასტუმროში ჯავშანი ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება ვიხილოთ, დაწყებული აშშ-დან დამთავრებული ავსტრალიამდე. თუმცა, აღსანიშნავია რომ ძალიან გააქტიურებულია აზიის ბაზარი. აქედან გამომდინარე საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი მოთხოვნები წამოვიდა.

ევროპული ბაზარი სასტუმროს ფასზე არ გვევაჭრება, იცის რომ კარგ სასტუმროში უნდა გადაიხადოს კარგი ფასი, მხოლოდ ჯავშანზე არაა საუბარი, ევროპელი ტურისტი სასტუმროში კიდევ ხარჯავს თანხას, ხარჯავს ვახშამში, სასმელებში, სხვადასხვა სერვისებში, მასაჟი, სპა და.ა.შ. რაშიც აზიელი ტურისტი ზოგავს თანხას, მითუმეტეს თუ ის ბიუჯეტური სტუმარია.

მხოლოდ იმ ტურისტული კომპანიების და ქვეყნების ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიცაა.. თითქოს შევაჩვიეთ და კონკურენციის გაწევა ვისწავლეთ მხოლოდ ფასის დაწევით, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. კონკურენცია სერვისით, ხარისხით, თანამედროვე და უახლესი ტენდენციებით უნდა გავწიოთ, რომელიც მსოფლიოში აქტიურია, ამ შემთხვევაში მოვიზიდავთ ევროპელ ტურისტსაც. ეს არ არის მხოლოდ ევროპელი ტურისტისთვის, უნდა გავაკეთოთ სწორი პიარი და მარკეტინგი, ბევრმა სასტუმრომ ჯერ კიდევ არ იცის ტენდენციები და მოლოდინები, ინდოეთი შემოვიდა მოგვთხოვა თავისი კერძები, ჩინეთი შემოვიდა მოგვთხოვა თავისი კერძები და მოითხოვეს ძალიან დაბალი ფასები, კონკურენცია წავიდა დემპინგის ფასებით. სასტუმროების დიდი ნაწილი დგას ფეხზე და ვცდილობთ დავიჭიროთ ფასები, რომ სრულად დაბალბიუჯეტიან ქვეყნად არ ვიქცეთ, მაგრამ ამას ერთიანობა სჭირდება,“ - განაცხადა მურაჩაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა