თეგებით ძიება

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

შესანიშნავი დღეა სწავლისა და შემოქმედებისთვის. დროა, ინიციატივა ხელში აიღოთ და იმოქმედოთ. ეს დღე უამრავ შთაბეჭდილებას მოგიტანთ და შეიძლება თქვენი ყველაზე სანატრელი ოცნებაც კი აასრულოს. ემოციებმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ, ამიტომ გამოცდილი ადამიანების რჩევებს უნდა მოუსმინოთ, რომლებსაც სიტუაციის ობიექტურად შეფასება შეუძლიათ.

კურო

კუროებო, ამ დღეს ყველაზე მეტად ოჯახის წევრებთან კამათს და დაპირისპირებას უნდა მოერიდოთ. სახლისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება შესანიშნავი იდეაა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საბუთი იპოვოთ, რომელიც ამ დრომდე დაკარგული გეგონათ. სასურველია, რომ საღამო მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოთ და რომანტიკული საღამო მოაწყოთ. დროა, ჯანმრთელობაზე სერიოზულად იფიქროთ და ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეგიძლიათ ყველაფერი შეცვალოთ, რაც არ მოგწონთ, მაგრამ სიყვარულის სფერო გამონაკლისია – აქ ტყუპებს ყველაფერი იდეალურად აქვთ. ამ დღეს სწორედ იმ სიტყვებს მოისმენთ, რომლებსაც დიდი ხანია, ელით. ფულის ხარჯვას ერიდეთ რადგან მალე დიდი შენაძენი გელით. გახსოვდეთ, რომ სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატების მისაღწევად მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის, მისი სწორად განხორციელებაც მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი

ამ დღეს მსოლოდ  ის საქმეები უნდა აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. თუ ვინმესთან შეთანხმება არ გამოგდით, ნუ გაჯიუტდებით - უმჯობესია, რომ ამ საკითხის გადაჭრა დროებით გადადოთ. ამ დღეს დაწყებული საქმიანი კავშირი შეთანხმებამდე ვერ მოვა.  გირჩევთ დღის მეორე ნახევარი მთლიანად ოჯახს დაუთმოთ.

ლომი

ეცადეთ, რომ ნეგატიური ემოციებისგან თავი შორს დაიჭიროთ – ეს კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აკეთეთ ის, რაც დადებით ემოციებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების საკითხების მოსაგვარებლად, რემონტის დასაწყებად ან შეთანხმებების გასაფორმებლად (გარდა გრძელვადიანი ვალდებულებებისა). თუ არსებობს საქმე, რომელსაც დიდი ხანია აჭიანურებთ, ახლა იდეალური დროა მის დასასრულებლად. ეცადეთ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ.

ქალწული

შესანიშნავი  დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. შეგიძლიათ, კვალიფიკაციის ამაღლების ან ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაეწეროთ – ეს პიროვნული ზრდისთვის სასარგებლო იქნება. გამოცდილი ადამიანები სწორ გზას დაგანახებენ, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ. სიამაყე გვერდით გადადეთ  და მათ რჩევებს ნუ უგულებელყოფთ. შესაძლოა, მოულოდნელად პაემანზე მიგიწვიონ. დღის მეორე ნახევარში მედიტაცია, ლოცვა ან კლასიკური მუსიკის მოსმენა სულიერ შვებას მოგვ რით. 

სასწორი

სასწორებო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგრჩეთ – მან შეიძლება მომავლის გეგმები მთლიანად შეცვალოს. იღბალი სერიოზული პრობლემებისგან დაგიცავთ, მაგრამ ცოტა წინდახედულობა არ გაწყენთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება. ერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, რადგან ამის გამო შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. დროა, ჯანმრთელობის ძველი პრობლემები მოაგვაროთ. ამ დღეს ზედმეტი სიჩქარე და არეულობა მხოლოდ ხელს შეგიშლით. გირჩევთ საღამო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ფილმის ყურებას დაუთმეთ.

მორიელი

დღეს თქვენი შესაძლებლობები იზრდება, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ. სამსახურში შესაძლოა, დამატებითი ვალდებულებები ან ახალი უფლებამოსილებები მიიღოთ. თუ მეორე ნახევრის პოვნას ცდილობთ, სახლიდან უნდა გახვიდეთ. რა თქმა უნდა, ინტერნეტით გაცნობაც შესაძლებელია, მაგრამ პირისპირ შეხვედრა გადამწყვეტი იქნება. გირჩევთ, ძალების აღსადგენად გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. სასარგებლო იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად ცოტა ხნით გარემოს შეცვლა.

მშვილდოსანი

ეს დღე თქვენს ცხოვრებაში სიახლეს მოიტანს – ადამიანი ან გარკვეული სიტუაცია შეხედულებების გადახედვას გაიძულებთ. შესაძლებელია,  ახლობელ ადამიანზე არასასიამოვნო ინფორმაცია გაიგოთ, მაგრამ სანამ დასკვნებს გამოიტანთ, აუცილებლად გაესაუბრეთ. სავარაუდოდ, არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გაარკვიოთ. გაიცანით საინტერესო ადამიანები – მათი მაგალითი დაგეხმარებათ, რომ უკეთესი გახდეთ.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქები ენერგიით იქნებიან სავსე, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ენერგია სწორად მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პერსპექტიული და უიმედო პროექტები ერთმანეთისგან განასხვაოთ.  მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ ჯანმრთელობაზე სერიოზულად იფიქროთ და საჭირების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართოთ. 

მერწყული

დიდი ცვლილებები გელით, მაგრამ ისინი დადებით შედეგს მოიტანენ. ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების ნუ შეგეშინდებათ. ეცადეთ, ყველა მოვლენაში დადებითი მხარე დაინახოთ და პერსპექტივები შეაფასოთ. ნუ გაჯიუტდებით - რთულ ვითარებაში დახმარებისთვის იმ ადამიანებს მიმართეთ, რომლებსაც ენდობით. ეს შეიძლება ახლო ნათესავი ან კოლეგა იყოს. მისი გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ.

თევზები

ამ დღეს მიზნის მისაღწევად სიმტკიცე და ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ, მათში დადებითი ასპექტები იპოვოთ. გწამდეთ, რომ თქვენი მომავალი ბედნიერი იქნება. შეკრიბეთ ადამიანები, რომლებიც წარმატებისკენ სვლაში დაგეხმარებიან. საკუთარ თავში არ უნდა „ჩაიკეტოთ“, თუნდაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დამღლელი ჩანდეს, ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა