31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
თქვენი ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და საქმიან სფეროში შეგიძლიათ წარმატებას ელოდოთ. სწორად დაგეგმილი საქმე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ, თუმცა ცხოვრება მხოლოდ ფულზე დამოკიდებული არ არის და ძველი მეგობრებიც არ დაივიწყოთ. საღამოს მათთან შეხვედრა ამ დღეს უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.
კურო
აქტიური და ნაყოფიერი დღეა - ყველა დავალებას დროულად შეასრულებთ და თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება. შესაძლოა შორიდან მოულოდნელად საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. საღამოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა შეიძლება შემაწუხებელი იყოს, ამიტომ უპირატესობა სახლის მყუდრო გარემოს უნდა მიანიჭოთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინოთ.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩანაფიქრის განხორციელებაში მუდმივად რაღაც ხელს გიშლით. სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელ სირთულეებს წააწყდეთ, მაგრამ არ ინერვიულოთ – მალე ყველაფერი მოწესრიგდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლობლების მხარდაჭერის მიღებაა, რაც ნებისმიერ დაბრკოლებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - შეძენილმა ნივთმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.
კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა თვითგანვითარებისთვის - შეგიძლიათ ახალი, საინტერესო წიგნი წაიკითხოთ, ახალი ცოდნა მიიღოთ ან საგანმანათლებლო კურსზე დარეგისტრირდეთ. ამან შეიძლება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაგიხსნათ, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ თვითგანვითარება უწყვეტი პროცესია –ეცადეთ ეს ჩვევად გადააქციოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, გირჩევთ ექიმთან შეხვედრა დანიშნოთ. ნუ დაელოდებით, იმას, რომ პრობლემა თავისით გაქრება.
ლომი
ლომებისთვის ეს დღე მშვიდად ჩაივლის, რაც საშუალებას მოგცემთ მშვიდად იმუშავოთ და პროფესიულ სფეროში წარმატებები მოიპოვოთ. თქვენი შეცდომა ისაა, რომ წარსულზე მეტისმეტად მიეჯაჭვეთ და მომავალზე ნაკლებად ფიქრობთ, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ, მაგრამ წარსულის მოგონებებისგან გათავისუფლდეთ. გამონახეთ დრო საკუთარი ჯანმრთელობისთვის – დაკავდეთ სპორტით ან ფიზიკური აქტივობით.
ქალწული
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - იმაზე მეტს დახარჯავთ, ვიდრე გეგმავდით და შეძენილი ნივთი იმედს გაგიცრუებთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ. დღის ბოლოს იგრძნობთ, რომ ყველაფერი მშვენივრადაა და მიზნების მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგიშლით.
სასწორი
ამ დღეს რასაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. შესაძლოა, მეგობრის დახმარებით დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ. ზოგ სასწორს ძალიან გაუმართლებს და ახლახან დასრულებული პროექტიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებს. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინოთ. შესაძლებელია, მათ დახმარება სჭირდებათ და თქვენ ვერ ამჩნევთ.
მორიელი
ამ დღეს პირად ურთიერთობებში შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებს შეეჯახოთ. ეცადეთ სიფრთხილე და დიპლომატიური უნარები გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეს ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, პირში არ მიახალოთ. თუ საყვარელ ადამიანს თქვენს მიმართ პრეტენზიები გაუჩნდა, ეცადეთ, რომ მისი მოსმენა და გაგება შეძლოთ. ეს შესაძლოა თქვენს ურთიერთობაში გარდამტეხი მომენტი გახდეს და უფრო დაგაახლოვოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსანი მამაკაცები სამსახურში ლიდერის უნარებს და პრინციპულობას გამოავლენენ. შესაძლოა, პრობლემიდან ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომ ყველა გააოცოთ. მიზნის მისაღწევად ოპონენტებთან ადაპტაცია, მათი განწყობისა და ინტერესების გათვალისწინება მოგიწევთ. .
თხის რქა
ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე დღეა. სამსახურში კარიერული წინსვლის შანსი გაჩნდება, მაგრამ ფრთხილად იყავით - შურიანმა ადამიანმა შეიძლება თქვენთვის მახის დაგება გადაწყვიტოს. სწორად დაგეგმილი საქმე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. ოჯახურ ცხოვრებაში სითბო და სიყვარული იგრძნობა, რაც შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით.
მერწყული
ეს დღე პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში უამრავ შესაძლებლობას მოგიტანთ. პლანეტების მხარდაჭერით ყველა ამოცანას წარმატებით გაუმკლავდებით, თუმცა სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემების მიუხედავად, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.
თევზები
ამ დღეს თევზებს საინტერესო სიურპრიზები ელით - შესაძლოა, ახალი ადამიანები გაიცნოთ ან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე მოფიქრების დრო ითხოვეთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს თხოვეთ. ამ დღეს მთავარია, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ და ცხოვრების ყოველი წუთით დატკბეთ. დაივიწყეთ ნეგატივი და ცხოვრება უფრო ფერადი გახდება.