თეგებით ძიება

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძებისთვის დგება ხელსაყრელი დრო წარსულის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შემუშავებისთვის. უმჯობესია, ჯერჯერობით ახალი საქმე არ დაიწყოთ და ყურადღება წარსულ შეცდომებზე გაამახვილოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუება და ნერვიულობა გაჩნდეს. ამ პერიოდში თქვენი მამოძრავებელი ძალა პრაგმატულობა და გონიერება იქნება. დღის მეორე ნახევარი შესაძლოა, მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა დაასრულოთ. 

კურო

ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპის დასაწყისი იქნება. ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, რაც მეტ თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. ყველაფერი თქვენს ხელშია! საკუთარი ბედი თავად უნდა შექმნათ. თქვენი კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი და საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ადგილების მონახულებისა და მოგზაურობისთვის.

ტყუპები

იდეალური დღეა ახალი საქმის დასაწყებად. უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოსავლენად. ეცადეთ ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვალოთ და და პარტნიორების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რადგან დამოუკიდებლად ახალი პროექტის დაწყება არც ისე ადვილი იქნება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ძველ მეგობრებს შეხვდეთ. მოერიდეთ  წარსულის წყენისა და უთანხმოების გახსენებას. 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის სასიამოვნო და ხელსაყრელი პერიოდი დგება. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ  ადამიანები, რომლებიც საინტერესო და პერსპექტიულ იდეებს გაგიზიარებენ. სოციალურ აქტივობებს მეტი ყურადღება დაუთმეთ და სხვადასხვა ღონისძიებას ეწვიეთ. ქალებს ნებისმიერ საქმეში წინდახედულება მართებთ. განსაკუთრებით, საბუთების ხელმოწერისა და დაპირებების გაცემის დროს. მოულოდნელი შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

ლომი

დილიდან დისკომფორტისა და უიმედობის შეგრძნება არ გასვენებთ. გაითვალისწინეთ, რომ მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უარესად დაგრთგუნავთ და ენერგიას გამოგაცლიათ. გადაჭარბებული სტრესი ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ კოლეგებისა და ახლობლებისგან დახმარების მიღება ნუ მოგერიდებათ. შეეცადეთ, ხელმძღვანელობასთან  არ იკამათოთ და ოჯახშიც კომპრომისზე წასვლა არ გაწყენდათ.

ქალწული

ახლა მნიშვნელოვანი დროა, რომ საკუთარ ცხოვრებისეულ პრინციპებზე დაფიქრდეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ ურთიერთობთ  ახლობლებთან, კოლეგებთან თუ უბრალო ნაცნობებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე იზრუნოთ და მოუბოდიშოთ ყველას, ვისაც უსამართლოდ გული ატკინეთ. თქვენი დიპლომატიური თუ პრობლემების მოგვარების უნარები ახლა მწვერვალზეა. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა  და ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებით.

სასწორი

ახალი აღმოჩენებისთვის ხელსაყრელი დღეა. დროა ხელმძღვანელობასა და კოლეგებს წარუდგინოთ პროექტი, რომელზეც დიდხანს მუშაობდით. მოერიდეთ ძვირადირებულ შესყიდვებს, რადგან შესაძლოა ფინანსური სირთულეები შეგექმნათ, თუმცა, შეგიძლიათ საკუთარ თავს და ახლობლებს პატარა დღესასწაულები მოუწყოთ და თეატრში ან კონცერტზე წასვლა დაგეგმოთ. ეცადეთ საღამო ცეცხლთან ახლოს გაატაროთ. სულ ერთია, ეს ბუხარი იქნება თუ უბრალოდ, სანთლის შუქი - ის თქვენს აურას გააძლიერებს.

მორიელი

ეს დღე დადებითი ენერგიითა და განწყობით იქნება სავსე. ახალი ნაცნობობა, საქმიანი ურთიერთობების დაწყება თუ საოჯახო პრობლემების მოგვარება – ყველაფერი მარტივად გამოგდით. ამ დღეს მიზნის მიღწევა ბევრად ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე მოელოდით. დღის მ ეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებიც მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება.  გამოიყენეთ ეს დრო თვითგანვითარებისთვის – ჩაეწერეთ კურსებზე ან განავითარეთ თქვენი ძლიერი მხარეები.

მშვილდოსანი

უმჯობესია მნიშვნელოვანი ცვლილებები სამომავლოდ გადადოთ  და ეს დღე მშვიდად, განმარტოვებით გაატაროთ.  ცხოვრება თავად მიგანიშნებთ, როდის არის შესაფერისი დრო სიახლეებისთვის. შესაძლოა, დაწინაურების ან სამსახურის შეცვლის შანსი გამოგიჩნდეთ. ნუ იჩქარებთ – შესაძლოა, ამისთვის ჯერ მზად არ იყოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რომ ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება არ სცადოს.

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს დღე მშვიდი და სტაბილური იქნება, განსაკუთრებული სიურპრიზების და დრამატული ცვლილებების გარეშე. სამსახურსა და პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდე და იდილიაა. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.  ხელსაყრელი დროა ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად. მოაწყვეთ პატარა ოჯახური დღესასწაული, მოიწვიეთ საყვარელი ადამიანები და ერთმანეთს თქვენი ისტორიები და ემოციები გაუზიარეთ.

მერწყული

მერწყულებისთვის ამ დღის დევიზია „მოძრაობა“. ეცადეთ ფიზიკურ აქტივობას მეტი დრო დაუთმოთ. დილა მსუბუქი ვარჯიშით ან სირბილით დაიწყეთ. მოგვიანებით კი სპორტდარბაზში წადით და ოფლი დაღვარეთ. ეს დღე შემოქმედებითი შთაგონებით სავსეა. თუ სახლის ან ოფისის რემონტს გეგმავთ, უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგან არსებობს მცირე ტრავმის მიღების რისკი. ეცადეთ, პირად თუ პროფესიულ საკითხებში მეტი იაქტიუროთ, რომ საჭირო ადამიანებმა თქვენი მონდომება შენიშნონ.

თევზები

საუკეთესო დროა მიღებული გამოცდილების შეფასებისა და საქმიანობის გაფართოებისთვის. თუ გაქვთ პროექტი, რომლის დაწყებასაც ამ დომდე ვერ ბედავდით, ახლა სწორედ ამის დროა. ოჯახის წევრები და მეგობრები გაძლიერებასა და განვითარებაში დაგეხმარებიან. ამ დღეს საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებისაც, ამიტომ ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი  გობრები მოინახულოთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა