თეგებით ძიება

დაზიანებულია მიკონოსი, როდოსი და სხვა კუნძულები - საბერძნეთი წყალდიდობის შედეგებს ებრძვის

ზე­დი­ზედ მე­ო­რე დღეა, სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძუ­ლებს ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი და წყალ­დი­დო­ბა და­ა­ტყდა თავს. ყვე­ლა­ზე მეტი ნა­ლე­ქი იყო კუნ­ძულ კრე­ტა­ზე, წყალ­დი­დო­ბამ და­ფა­რა პა­რო­სის და მი­კო­ნო­სის და­სახ­ლე­ბე­ბი.

წყალ­დი­დო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ზა­რა­ლა პო­პუ­ლა­რუ­ლი კუნ­ძუ­ლი პა­რო­სი, ასე­ვე ქა­ლა­ქე­ბი პა­რი­კია და ნა­ო­ზა. ყვე­ლა მან­ქა­ნას ეკ­რძა­ლე­ბა მოძ­რა­ო­ბა, გარ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა.

BBC კუნ­ძულ პა­როს­ზე, დრო­ნით გა­და­ღე­ბულ კად­რებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წყალ­დი­დო­ბის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მას­შტა­ბე­ბი ჩანს.

ძლი­ე­რი წვი­მის შემ­დეგ გა­მოწ­ვე­ულ­მა წყალ­მო­ვარ­დნებ­მა წა­ი­ღო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, და­ა­ზი­ა­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი მი­ი­ღო. მი­კო­ნოს­ში და კრე­ტა­ზე სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟებ­მა შვი­დი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გზის ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი ჩა­ი­ხერ­გა.

ძლი­ერ­მა ქარ­მა გა­და­უ­ა­რა რო­დოსს, ჩა­მო­აგ­დო ხე­ე­ბი და და­ა­ზი­ა­ნა მან­ქა­ნე­ბი. ბევრ კუნ­ძულ­ზე და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი და შტორმ­მა შე­ა­ჩე­რა სა­ბორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ეგე­ო­სის ზღვის მა­ტე­რი­კი­დან სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი კუნ­ძუ­ლი კვლავ მკაც­რი ამინ­დის გაფრ­თხი­ლე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში უა­მინ­დო­ბა ოთხშა­ბა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ქვეყ­ნის ეროვ­ნულ­მა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო ამინ­დის ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ძლი­ე­რი წვი­მა და ელ­ჭე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

წყა­რო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა