ქართველი სტუდენტის მსოფლიო წარმატება – ნიტა მარსაგიშვილი UC San Diego-ში ჩაირიცხა
ქართველი სტუდენტი, ნიტა მარსაგიშვილი ჩაირიცხა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში – UC San Diego-ში (კალიფორნიის უნივერსიტეტი სან დიეგო), რომელიც მუდმივად ლიდერობს გლობალურ რეიტინგებში და აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების ტოპ სამეულში შედის.
ნიტამ არჩევანი Human Biology-ის (ადამიანის ბიოლოგია) ფაკულტეტზე შეაჩერა – პროგრამაზე, რომელიც წლევანდელ აპლიკანტთა რაოდენობით მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მის კონკურენტუნარიანობას და პრესტიჟს.
UC San Diego-ს ჩარიცხვა მსოფლიო დონის მიღწევაა, რაც არა მხოლოდ ნიტას შრომისა და ნიჭის, არამედ საქართველოს განათლების მაღალი პოტენციალის დასტურიც არის. ნიტა იმედოვნებს, რომ მიღებული ცოდნა სამომავლოდ მედიცინასა და მეცნიერებაში დიდ წვლილს შეიტანს.
მისი წარმატება არამარტო პირად, არამედ ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანია – ის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართული ახალგაზრდობა მსოფლიო განათლების ელიტაში იმკვიდრებს ადგილს.