თეგებით ძიება

საბერძნეთის საკურორტო კუნძულებზ ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან

ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი შტორმის შემდეგ საბერძნეთის საკურორტო კუნძულებზე - პაროსსა და მიკონოსზე წყალდიდობას ებრძვიან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა წყალდიდობამ კუნძულების ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა.

გადაუღებელი წვიმების გამო რთული მდგომარეობაა საბერძნეთის სხვა ადგილებშიც, მაგალითად ქალაქებში პარიკიასა და ნაოზაში. წყალმა ავტომობილები წაიღო, ნაგავმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა კი მთელს რეგიონში გზები გადაკეტა.

მაშველების ნაწილი გზების გაწმენდით იყო დაკავებული, მეორე ნაწილი კი ავტომობილებში ჩარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, მიკონოსზე 71,6 მმ-მდე ნალექი მოვიდა, პაროსზე კი - 36,6 მმ. სპეციალისტები ძლიერ წვიმებს ამ კვირაშიც პროგნოზირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა