თეგებით ძიება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი წარადგინეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

წარდგენას "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო.

"ბატონი სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახლო წარსულში, ის შს სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ დღეს დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა