თეგებით ძიება

„სოფლის ნობათის“ პროდუქცია, რომელიც დახლებზე დევს, არ არის ის კონკრეტული ხაზი, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა - ზურაბ ჩეკურაშვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ დღეს, საქართველოში, „სოფლის ნობათის“ პროდუქცია, რაც დახლებზე შეგვხვდება, არ არის ის კონკრეტული ხაზი, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა.

„დღეს, საქართველოს დახლებზე „სოფლის ნობათის“ პროდუქცია საშიშროებას არ შეიცავს“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა