Casa Brutale — კლდეში ჩაშენებული სახლი, რომელიც ერთდროულად გაშინებს და გხიბლავს (ფოტო)
Casa Brutale — კლდეში ჩაშენებული სახლია, რომელიც 2015 წელს, ბერძნულმა არქიტექტურულმა სტუდიამ OPA -მ (Open Platform for Architecture) წარმოადგინა. სახლის სახელწოდება არქიტექტურულ სტილზე — ბრუტალიზმზე მიუთითებს, რომელიც მკაცრი, დაუმუშავებელი ბეტონისა და მინიმალისტური დიზაინის გამოყენებით ხასიათდება.
ეს უცნაური სახლი ზღვისპირას, კლდეშია ჩაშენებული, წინა ფასადი მინის აქვს, საიდანაც ზღვის ულამაზესი ხედი მოჩანს.
სახლის სახურავზე აუზი მდებარებს, რომელიც პირდაპირი დანიშნულების გარდა, ბუნებრივ განათებასაც უზრუნველყოფს.
სახლის ინტერიერი მარტივი და ფუნქციურია და ბეტონის, ხის და მინისგან შედგება. ყველაფერი მინიმალისტურ, ბუნებრივ და თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი.
Casa Brutale ქმნის ჰარმონიას ადამიანის საცხოვრებელსა და ბუნებას შორის. ის თითქოს გარემოს შეერწყა, რაც თანამედროვე ეკო-მეგობრული არქიტექტურის დიდი ღირსებაა.