8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
დღევანდელი დღის მთავარი ამოცანა ყველაფრის დროულად მოსწრებაა. თუ დღეს სწორად დაგეგმავთ, სამსახურში აღიარება, ფინანსურ საკითხებში წარმატებები და საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნო ურთიერთობა გელით. ორგანდისციპლინა და ორგანიზებულობა დღეს თქვენი წარმატების საწინდარია. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი სიყვარულსა და პირადი კავშირების გაძლიერებას დაუთმოთ. დაგეგმეთ რომანტიკული შეხვედრა პარტნიორთან.
კურო
კუროებისთვის შესანიშნავი დღეა – ნებისმიერ საქმეში ვარსკვლავები მხარდაჭერა გექნებათ. ხელსაყრელი დროა ქორწინების, მნიშვნელოვანი გარიგებებისა და სახლის მშენებლობის დაგეგმვისთვის, ასევე ახალი პარტნიორული კავშირებისა და შეთანხმებებისთვის. შესაძლოა, გავლენიანმა და შეძლებულმა ადამიანმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ტყუპები
ამ დღეს ტყუპების ცხოვრებაში ყველა სფერო ჰარმონიულად ვითარდება. პროფესიულ საქმიანობაში სტაბილურობაა – ხელმძღვანელობა თქვენით კმაყოფილია, კოლეგები თქვენს აზრს აფასებენ და თქვენს პროექტებს მხარს უჭერენ. ოჯახში სიმშვიდე და ნდობა სუფევს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – ივარჯიშეთ და მოერიდეთ ალკოჰოლსა და არაჯანსაღ საკვებს.
კირჩხიბი
ამ დღეს პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან მთელი ყურადღება პროფესიულ განვითარებაზე გაქვთ გადატანილი. ამ მიმართულებით საგრძნობი წინსვლაა - ახალმა პარტნიორებმა, როგორც საიმედო მეგობრებმა შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ადგილი დიდი ხნით დაიკავონ. ამავდროულად, პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც შესაძლოა თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენენ.
ლომი
ლომებო, ამ დღეს სიმამაცე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. პარტნიორების ქმედებებზე დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – შესაძლოა ეს ზედმეტ დაძაბულობასა და ფინანსურ ზარალშიც კი გადაიზარდოს. ეცადეთ ურთიერთობა მოაწესრიგოთ მათთან, ვისთანაც კონფლიქტი გაქვთ. მიმდინარე საქმეში მოსალოდნელია მცირე წარუმატებლობა, თუმცა მისი შედეგი თქვენზე არ იქნება დამოკიდებული. პირად ცხოვრებაში პოზიტიური სიახლეები გელით.
ქალწული
ქალწულებო, ამ დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უარყოფითი ემოციების მოთოკვა. ბრაზი და აგრესია არც სამსახურში და არც პირად ცხოვრებაში სიკეთეს არ მოგიტანთ. კოლეგებისა და ახლობლებისგან საყვედურებისა და შენიშვნების მოსმენა მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება – სიკეთე და თანაგრძნობა ყველაზე კარგი გამოსავალია დღევანდელი დღისთვის. მოერიდეთ მძიმე საკვებსა და ალკოჰოლს და ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.
სასწორი
ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ შესაძლოა, ეს გარშემომყოფებსა და თქვენზეც ცუდად აისახოს. გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ და ამპარტავნებამ შეიძლება პრობემები შეგიქმნათ და კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა ზურგი გაქციონ. გირჩევთ „ცხელ გულზე“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავოთ. მეგობრულ მხარდაჭერას ნუ უარყოფთ – დღეს ის მართლაც დაგჭირდებათ.
მორიელი
მშვიდი გონება და კეთილგანწყობა ისაა, რაც ამ დღეს მორიელების ცხოვრებას მართავს. კარგი განწყობა საშუალებას გაძლევთ პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეები მშვიდად მოაგვაროთ. ყველა დაგეგმილი საქმე სწრაფად, უმტკივნეულოდ და თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას ნუ იჩქარებთ – წარმატების შანსი დაბალია. ეცადეთ სამსახურში არ გადაიღალოთ, რადგან შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ. დააკვირდით ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დროულად ექიმს მიმართეთ. სახლში მშვიდი ატმოსფერო და ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი სტრესის განეიტრალებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
თხის რქებს რთული სამუშაო დღე ელით. შეიძლება უფროსთან ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლოთ – თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ და კომპრომისის მიღწევა გიჭირთ. ახლა მთავარია, რომ თქვენთვის დამახასიათებელი სიზუსტით და მოთმინებით იმუშავოთ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. არახელსაყრელი დროა სახელმწიფო უწყებებსა თუ სასამართლოებთან ურთიერთობისთვის – უმნიშვნელო უთანხმოებამაც კი შეიძლება სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.
მერწყული
მერწყულებო, ცვლილებების დროა! დაფიქრდით სამუშაოს შეცვლაზე, საკუთარი საქმის წამოწყებაზე ან ახალი განათლების მიღებაზე. გადახედეთ კვების მენიუს და რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი შეიტანეთ. მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ და მისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინოთ.
თევზები
თევზებისთვის ეს დღე სურვილების ახდენას უკავშირდება. რთული პერიოდი უკან დარჩა და ახლა სერიოზული დაბრკოლებები აღარ გელით. დაგეგმეთ შეხვედრები, საქმიანი ლანჩები და მოგზაურობები - ახლა ყველაზე მეტად ემოციური განტვირთვა გჭირდებათა. აქტიური ყოფნა დაგეხმარებათ, რომ კვლავ დადებითი ენერგიით შეივსოთ. საღამო კი დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ – წინ მნიშვნელოვანი ეტაპი გელით.