9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
სავსე ხართ ილუზიებითა და მიუღწეველი გეგმებით და ცდილობთ სხვები დააჯეროთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერიდეთ მანიპულაციას — შეიძლება ვიღაცამ თავისი შეხედულებები თავზე მოგახვიოთ და გეგმბის შეცვლა გაიძულოთ. თუ დაბნეული ხართ, ჯობია დაისვენოთ. მოჩვენებითი ოპტიმიზმის დემონსტრირება შინაგან სიმშვიდეს არ მოგიტანთ.
კურო
იდეალური დროა ახალი საქმეების დასაწყებად. თამამად დაიწყეთ ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ისეთი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. ახალი წამოწყებები წარმატებასა და ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. როგორც ხელმძღვანელობის, ისე პარტნიორების ყურადღების ცენტრში ხართ და ეცადეთ თავი გამოიჩინოთ. საჯარო ღონისძიებებსა და საქმიან შეხვედრებზე დასწრება თქვენს პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ტყუპები
შესაძლოა, წარსულის შეცდომებმა თავი შეგახსენოთ და არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რაც ენერგიასა და დროს წაგართმევთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმაც მოგიხდეთ. ამ დღეს ეცადეთ მასისგან არ გამოირჩეოდეთ, რადგან ხელმძღვანელობამ და კოლეგებმა შეიძლება აგრესია თქვენზე გადმოიტანონ, რაც ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი იქნება. ჯობია ჯერჯერობით მოვლენებს გვერდიდან დააკვირდეთ. ახლა მთავარია, რომ საყვარელ ადამიანებთან კომპრომისების პოვნა შეძლოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს კირჩხიბებისთვის ნებისმიერი რისკი გამართლებულია — იღბალი თქვენს მხარესაა. შეგიძლიათ ახალი პროექტები თამამად დაიწყოთ და ამბიციური მიზნები დაისახოთ — თავს ყველაფერს წარმატებით გაართმევთ. თუმცა, შეიძლება ზედმეტი მონდომება საზიანოც იყოს — ჯობია საქმეებს გონივრულად მიუდგეთ. მიუწვდომელ მიზნებს არ შეეპოტინოთ და ეცადეთ ყურადღება პრაქტიკულ მიზნებზე გადაიტანოთ. ექსპერიმენტებისთვის იდეალური დღეა.
ლომი
ამ დღეს ლომებს მრავალფეროვანი ემოციები ელით. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ქცევას უნდა მიაქციოთ — ამპარტავნება, ფეთქებადი ხასიათი და სხვების საჭიროებების უგულებელყოფა არაგონივრულია. დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა და უარი თქვით საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობაზე. დროა, საქმეს დაწყებული საქმის დასრულებაზე იზრუნოთ. საღამოს თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან და საკვები ყურადღებით შეარჩიეთ.
ქალწული
ქალწულებისთვის დღევანდელი წარმატება გუნდურობაზე და კოლეგებთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ეცადეთ როგორც თანამშრომლების, ისე ოჯახის წევრების მიმართ ემპათია და პატივისცემა გამოიჩინოთ. თქვენმა სარკაზმმა და გარშემო მყოფების მიმართ ირონიულმა დამოკიდებულებამ შეიძლება როგორც საქმეს, ისე ოჯახურ ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიაყენოს. თუ ნეგატიურ ემოციებს გაუმკლავდებით, ეს დღე ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება.
სასწორი
საუკეთესო დროა სამომავლოდ გადადებული საქმეებისა და ვალდებულებების შესრულებისთვის. ამას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება, მაგრამ შედეგი ღირებული იქნება. ოჯახური ტრადიციების შენარჩუნება და სწორად აღზრდილი თაობები თქვენი ძირითადი ღირებულებებია და სწორადაც იქცევით, რომ მათ პატივს სცემთ და მომავალ თაობებს გადასცემთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ არ ინერვიულოთ. ამ დღეს მეგობრისთვის გაწეული დახმარება ორმაგად დაგიბრუნდებათ.
მორიელი
გირჩევთ მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებსა და საბუთების დროულად მოწესრიგებაზე გადაიტანოთ. შესაძლოა, ერთი და იგივე საკითხის ორჯერ მოგვარება მოგიწიოთ, თუმცა საბოლოო შედეგი გაგახარებთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება. მოთმინება გამოიჩინეთ და ყველაფერს პრაქტიკულად მიუდექით.
მშვილდოსანი
იდეალური დღეა ცვლილებებისა და ახალი წამოწყებებისთვის. რასაც დღეს დაიწყებთ, ყველაფერი მარტივად და წარმატებით დასრულდება. შესაძლო სირთულეები მიზნის მიღწევაში არ შეგაფერხებთ. კარგი დროა საცხოვრებლის შეცვლისთვის, სამსახურებრივი მივლინებებისთვის ან ახალი სამსახურის დასაწყებად. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ქორწინებისთვის ან ბავშვის ჩასახვისთვის.
თხის რქა
ურთიერთობებისა და ახალი კავშირების დამყარების დღეა. ნებისმიერი საკითხი მხოლოდ დიალოგით და ურთიერთგაგებით გადაწყდება. კომუნიკაციისა და დიპლომატიის უნარი განსაკუთრებით გამოგადგებათ. თუ სამსახურის შეცვლას ან ხელმძღვანელის ცვლილებას აპირებთ, ჯობია ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით გადადოთ — დღეს ამისთვის ნაკლებად შესაფერისი დროა.
მერწყული
ამ დღეს მერწყულებმა მთელი ყურადღება წესრიგზე უნდა გაამახვილონ — როგორც სახლისა და სამუშაოს, ისე საკუთარი საქმეებისა და გეგმების მოწესრიგებაზე. მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი, რაც ცვილებებსა და განახლებაში ხელს გიშლით. ზოგ მერწყულს ვარსკვლავები ერთგული ადამიანების შემოკრებაში დაეხმარებიან. შეეცადეთ არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენს წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.
თევზები
ამ დღეს საჭესთან ყოფნის დროს სიფრთხილე გმართებთ, ხელსაყრელი დროა სწავლის, გამოცდების ჩაბარების და ზოგადად, ახალი ცოდნის მისაღებად.შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.