თეგებით ძიება

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც  მნიშვნელოვან საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია, მოულოდნელად დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაჩნდეს. იყავით მზად სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ რაიმე შემოქმედებითი საქმიანობით ხართ დაკავებული, დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც თქვენი ნამუშევარი აღიარებული და დაფასებული იქნება.

კურო

მოემზადეთ ახალ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. შეიძლება ახალი მეგობრები იპოვოთ ან მონათესავე სულს შეხვდეთ. ეს დღე დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებაში საკუთარი მიზანი და პრიორიტეტებ ი გააცნობიეროთ. მოემზადეთ ცვლილებებისთვის საკუთარ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ მიდგომებში. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება და მცირე პრობლემებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.

კირჩხიბი

ეს დღე დადებითი ემოციებითა და კარგი განწყობით დაიწყება, რაც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ბედნიერება და სიცოცხლის სიხარული იგრძნოთ. საკმაოდ აქტიური და მოვლენებით დატვირთული პერიოდია, რამაც შესაძლოა, ძალიან დაგღალოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გამოყავით დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი გონება განსაკუთრებული სისწრაფით მუშაობს, რაც საშუალებას გაძლევთ რთული ამოცანები გადაჭრათ, რომლებიც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. შესაძლოა, იპოვოთ გზები, რომლებიც კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. მოსალოდნელია სირთულეები ახლობლებთან ურთიერთობაში — ეცადეთ თქვენი დაუფიქრებელი სიტყვით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.

ლომი

დღის განმავლობაში შეიძლება მოულოდნელ ან უსიამოვნო სიტუაციებთან გამკლავება მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველი დღე გარკვეულ გაკვეთილს გვიტარებს და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. გამოიყენეთ ეს შანსი სწორი დასკვნების გაკეთებისა და წინსვლისთვის. შესაძლოა, დღეს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო დაგჭირდეთ, რაც საკუთარ შესაძლებლობებში დაგაეჭვებთ. ნუ შეგეშინდებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღების, რომელიც თქვენს ოცნებებთან და ღირებულებებთან თანხვედრაშია.

ქალწული

სავარაუდოდ, ამ დღეს ქალწულებს კარიერასა თუ ბიზნესში რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. ნუ შეგეშინდებათ რისკების — ენდეთ ინტუიციას, თუმცა ნურც  ლოგიკასა და ანალიზს დაივიწყებთ. დღის განმავლობაში შეიძლება შეიძლება მოწყენილობა ან დაღლილობა იგრძნოთ. ემოციების გამოხატვის არ მოერიდოთ — გაუზიარეთ ისინი ახლობლებს, რომლებიც გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ.

სასწორი

თქვენი თვითირონიის უნარი დაგეხმარებათ, რომ მთელი დღის განმავლობაში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და ყოველდღიურ ქაოსს თქვენზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ. სასწორებო, გახსოვდეთ — იუმორი ცხოვრებას უფრო ნათელსა და მხიარულს ხდის. ამ დღეს საკუთარ თავში ისეთ უნარებს აღმოაჩენთ, რომლებიც აქამდე მიუწვდომელი გეჩვენებოდათ. ახალი მიდგომების და იდეებით ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ.

მორიელი

შეიძლება თავი დაღლილად ან მოუსვენრად იგრძნოთ, თუმცა ამის გამო გეგმები არ უნდა შეცვალოთ. ეცადეთ, რომ მოდუნებისა და ნეგატიური ემოციების მართვის გზები იპოვოთ. შესაძლოა, გზაზე დაბრკოლებებს ან გამოწვევებს გადააწყდეთ, მაგრამ მოტივაცია არ დაკარგოთ — მტკიცე და მიზანდასახული იყავით  და ნებისმიერი სირთულის გადალახვას და წარმატების მიღწევას შეძლებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თავს თავდაჯერებულად გრძნობთ, ასევე, მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები ფინანსებთან დაკავშირებით — ეს შეიძლება შემოსავლის გაზრდა, დამატებითი შემოსავლის მიღება ან ხარჯების შემცირება იყოს.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქებს შესაძლოა დამატებითი შემოსავლის მიღების ან ახალი ბიზნესის დაწყების შანსი მიეცეთ. იყავით მზად, რომ დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ და საყვარელ საქმეში მთელი ენერგია ჩადოთ. არც ჯანმრთელობაზე  ზრუნვა დაგავიწყდეთ — იოგა, მედიტაცია ან სუფთა ჰაერზე სეირნობა ენერგიის შენარჩუნებასა და ემოციური ბალანსის დაცვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

დროა მერწყულებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ. ეცადეთ, ფიზიკურ აქტივობას და სწორ კვებას მეტი დრო დაუთმოთ, რომ სხეულიც და განწყობაც გაუმჯობესდეს. მოემზადეთ სამსახურში ან ბიზნესში მოულოდნელი ცვლილებებისთვის — ეს შეიძლება მომავალში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით ფინანსებთან და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ. 

თევზები

ამ დღეს ენერგიითა და მოტივაციით სავსე ხართ. შესანიშნავი დროა მიზნების მისაღწევად. შეიძლება მოულოდნელი ინფორმაცია ან შემოთავაზება მიიღოთ, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. მზად იყავით ცვლილებებისთვის და ინტუიციას ენდეთ. იდეალური დღეა ახალი კავშირების დასამყარებლად და სოციალური წრის გასაფართოებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა