თეგებით ძიება
10. 04. 2025 რემონტი

რა ჯობს - კედლის შეღებვა თუ შპალერის გაკვრა?

შეღებვა თუ შპალერი? - სარემონტო სამუშაოების დროს ასეთი დილემის წინაშე ბევრი აღმოჩენილა. თითოეულ ვარიანტს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია,  ჩვენი რჩევები კი თქვენთვის შესაფერისი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

შპალერი – დადებითი მხარეები:

Обои или покраска стен: что лучше и какой способ выбрать для отделки -  «Петрович.Знает»

1. დიზაინის მრავალფეროვნება: ყვავილოვანი, გეომეტრიული, კლასიკური, მინიმალისტური და ა.შ.

2. ფართის ვიზუალური გარდაქმნა – სწორად შერჩეული შპალერი სივრცეს ადიდებს ან ათბობს და სტილს ხაზს უსვამს.

3. ფარავს კედლის ხარვეზებს – პატარა ბზარები, არათანაბარი ზედაპირი და სხვა ნაკლოვანებები შპალერის ქვეშ მარტივად იმალება.

4. მდგრადობა და ხანგრძლივობა – ხარისხიანმა შპალერმა შეიძლება 10 წელზე მეტი გაძლოს.

5. ზოგი შპალერი ირეცხება – ეს ბავშვიან ოჯახებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შპალერის უარყოფითი მხარეები:

1. დამატებითი ხარჯები და სირთულე გაკვრისას – კარგი ხარისხის შპალერი და მისი გაკვრა საკმაოდ ძვირი და რთულია. 

2. ტენიანობის მიმართ მგრძნობიარობა – თუ შპალერი სპეციალურად დამუშავებული არაა, ტენიანი ოთახისთვის (მაგ. აბაზანა) ნაკლებად ვარგისია. 

3. შეცვლის სირთულე - მოძველებული შპალერის აძრობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.

შეღებილი კედელი – დადებითი მხარეები:

Советы, рекомендации и оригинальные идеи по выбору обоев под покраску

1. მარტივად შესაღებია – შენ თვითონ, სპეციალისტის დახმარების გარეშე შეგიძლია შეღებო და როცა ერთი ფერი მოგბეზრდება, მეორე ფერი გადაატარო.

2. ხელმისაწვდომია – ხელმისაწვდომი და იაფია, განსაკუთრებით თუ პროფესიონალის დახმარება არ გჭირდება.

3. მინიმალისტური – იდეალურია თანამედროვე ინტერიერისთვის, თუ სიმარტივე გიყვარს.

4. ტენის მიმართ გამძლეობა – სპეციალური საღებავებით შესაძლებელია ტენიანი ადგილების შეღებვა.

შეღებილი კედელი – უარყოფითი მხარეები:

1. კედლის ზედაპირს მომზადება სჭირდება – თუ კედელი იდეალურად გლუვი არ არის, საღებავი ხარვეზებს გამოაჩენს.

2. ერთფეროვნება – შესაძლოა შპალერის მსგავსად მდიდარული ეფექტი ვერ შექმნა.

3. სახლში ბავშვების ან შინაური ცხოველების ყოფნის შემთხვევაში სწრაფად ლაქავდება – რაც ხშირად ხელახალ შეღებვას საჭიროებს.

დასკვნა:

თუ შენთვის მნიშვნელოვანია სივრცის ეფექტური დიზაინი და მდიდარი ვიზუალი, შპალერი უკეთესი არჩევანია.

თუ გინდა მარტივად განახლებადი, პრაქტიკული და ბიუჯეტური ვარიანტი, მაშინ შეღებვა უფრო მოსახერხებელია.

 

 

 

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა