11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღეს შეგიძლიათ ყველა პრობლემა დაივიწყოთ და კარგად დაისვენოთ და გაერთოთ. სერიოზული საქმეების კეთება მეორეხარისხოვანი გახდება და არც გადაწყვეტილებების მიღების სურვილით იწვით. ეცადეთ იპოვეთ მიზეზი, რომ დრო მხიარულად და სასიამოვნოდ გაატაროთ. ეს დღე დადებითი ემოციებისა და მხიარულებისთვის შესაფერისია.
კურო
კუროებისთვის ეს დღე ხელსაყრელია სულიერი განვითარების, მედიტაციის, ახალი ცოდნის მიღებისა და სიმშვიდის საპოვნელად. ცხოვრების ზომიერი რიტმი და სიმშვიდე ისაა, რაც ამ დღეს ბედნიერებისთვის გჭირდებათ. შესაძლოა, გარკვეული სიტუაცია ან ადამიანი სრულიად სრულიად სხვა მხრიდან დაინახოთ და რეალობამ გული დაგწყვიტოთ.
ტყუპები
ბევრი ტყუპისთვის ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება. დილიდან ძლიერ ემოციებს განიცდით, რაც ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება. ამ დღეს პლანეტების განლაგება ადამიანების განწყობაზე მოქმედებს, ამიტომ ქალებმა თავი შეიკავეთ სკანდალების მოწყობის და ცრემლებით მანიპულირებისგან. მამაკაცები კი დღევანდელ დღეს შესაძლოა ზედმეტად უხეშები და აგრესიული მოქმედებით გამოირჩეოდნენ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს დღე შესაფერისია დასვენებისთვის. გათავისუფლდით ყოველდღიური წვრილმანებისგან და თავს ნება მიეცით, რომ რამდენიმე საათით მაინც სიჩუმითა და სიმშვიდით დატკბეთ. ბოლოდროინდელმა სტრესმა ნერვულ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედა. სასურველია, რომ გარკვეული დრო მარტოობაში გაატაროთ ან სულაც ჩვეული გარემო დატოვოთ და სადმე შორს გაემგზავროთ. ეს „გადატვირთვა“ თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
ლომი
ამ დღეს ბევრი ლომისთვის წარმატების გასაღები საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ყოფნის უნარია. ეცადეთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შუადღისთვის კარგ ამბებს მიიღებთ, რაც სავარაუდოდ, უძრავ ქონებას ან მშობლებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
ქალწული
ქალწულებისთვის ეს დღე საკუთარი ჩვევებისა და დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლის დღეა, რაც მოულოდნელ მოწევაზე უარის თქმაში, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გადახედვაშიც გამოიხატება. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ, ვინ არის თქვენთვის ნამდვილი მეგობარი და ვინ – არა. ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ ასეთი გეგმები გქონდათ, ჯობს ხვალისთვის გადადოთ.
სასწორი
ბევრ სასწორს საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვისი ინტერესების დათმობა ან საერთო გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა მოუწევს. ამ დღეს ბრძოლა არა მხოლოდ გარე გარემოსთან, არამედ საკუთარ თავთანაც მოგიწევთ. დრო დაუთმეთ შვილებსა და მშობლებს – საოჯახო საკითხები საღამოს განსაკუთრებით აქტუალური იქნება. შესაძლოა ახლობელმა დახმარება გთხოვოთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ მისი კრიტიკისგან, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მართალი ხართ.
მორიელი
ამ დღეს საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ბევრ მორიელს შეიძლება ზედმეტად მძაფრი რეაქცია ჰქონდეს კრიტიკაზე, რაც იმით დასრულდება, რომ კარგ მოკავშირეს დაკარგავთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და თავი შეიკავეთ გულახდილობისგან იმ ადამიანებთან, ვისაც ბოლომდე არ ენდობით.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს თავდაჯერება სამსახურში ურთიერთობის სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. ახლობელი ადამიანის მოულოდნელმა ქმედებამ შეიძლება თქვენს გეგმებსა და ქმედებებში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, მაგრამ ახალ გარემოებებთან შეგუბას სწრაფად შეძლებთ.
თხის რქა
დღეს პლანეტების განლაგება ადამიანებს ერთმანეთის მოსმენაში ხელს შეუშლის. დაძაბულობის ატმოსფერო თითქმის ყველა სფეროს შეეხება. ბევრ თხის რქას გაუჩნდება სურვილი, რომ საკუთარი სიმართლე ყველანაირი, თუნდაც ძალისმიერი გზით დაამტკიცოს და ეს შეიძლება საბედისწერო შეცდომად იქცეს. მოერიდეთ ინტრიგების ხლართვას – სულ მალე ყველა დაფარული გაცხადდება.
მერწყული
მერწყულებისთვის ეს დღე მეგობრული და საქმიანი კავშირების აღდგენისთვის, ახალი ნაცნობობისა და კომერციული შეთანხმებების გაფორმებისთვის ხელსაყრელია. დასრულდა პერიოდი, როცა ვარსკვლავები ურთიერთგაგებას ხელს უშლიდნენ. ახლა შეგიძლიათ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რათა მიღწეული შედეგები განამტკიცოთ. მთავარია – მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთობებში პატიოსნება.
თევზები
ეს არის დღე, როცა რუტინისგან გათავისუფლება და საკუთარ ცხოვრებაში სიახლე შეტანა გსურთ. შეცვალეთ ცხოვრების ყოველდღიური რეჟიმი – დალიეთ ყავა ახალ კაფეში, მოინახულეთ ახალი ადგილები, გაიცანით ახალი ადამიანები და თუ ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული ხართ, პარაშუტითაც გადახტით. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ, თორემ უმნიშვნელო კამათი შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს.