თეგებით ძიება

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძებისთვის დღის მთავარი ამოცანაა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. ბევრი თქვენგანი გარშემომყოფების მხრიდან ზეწოლას იგრძნობს. არაკეთილგანწყობილი ადამიანების მანიპულაციებს ნუ დაემორჩილებით, განსაკუთრებით თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ. დაიცავით საკუთარი პოზიცია და არ დაუშვათ, რომ თქვენზე ზეწოლა მოახდინონ.

კურო

კუროებისთვის ეს დღე მნიშვნელოვან შეძენებს უკავშირდება. თუ დიდი ხანია იპოთეკის აღებას გეგმავდთ, დღეს შეგიძლიათ ეს ნაბიჯი თამამად გადადგათ. ეცადეთ დღის პირველ ნახევარში ნათესავებთან ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ - უბრალო სატელეფონო ზარიც კი საკმარისი იქნება. გირჩევთ საღამოს ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ — მოსალოდნელია გადაღლა, თავის ტკივილი ან გულთან დაკავშირებული პრობლემები.

ტყუპები

ამ დღეს ტყუპებს ძველი ნაცნობები და წარსულთან დაკავშირებული მოვლენები თავს შეახსენებენ — შეიძლება ყოფილი პარტნიორები ან მოულოდნელი სტუმრები გამოჩნდნენ. ყველა არ იქნება მზად, რომ წარსულის შეცდომა გაიმეოროს და პარტნიორი თავის ცხოვრებაში ისევ მიიღოს. სამსახურებრივ ურთიერთობებში ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ — მოსალოდნელია აზრთა სხვადასხვაობა და მცირე კონფლიქტი. ნუ დაჩაგრავთ ოპონენტს და მიეცით საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია თავისუფლად გამოხატოს. 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს დღე უამრავ დადებით ემოციას მოიტანს,  რაც პირველ რიგში, განწყობაზე აისახება. ენერგიით სავსე ხართ  და თუ არ იზარმაცებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. საკუთარ მოვალეობებს სხვას  ნუ გადააბარებთ — დიდი შანსია, რომ სათანადოდ ვერ შეასრულებს.

ლომი

ეს დღე საკუთარ თავზე მუშაობისთვის იდეალურია. თუ სულიერი განვითარებისკენ მიისწრაფვით ვარსკვლავები ხელს შეგიწყობენ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ და ყველა წვრილმანი ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ. მორწმუნე ადამიანებისთვის სასურველია ეკლესიაში წასვლა და ღმერთთან განმარტოვება. შესაფერისი დროა, რომ სანუკვარი ოცნების განხორციელება დაიწყოთ. 

ქალწული

ამ დღეს სიმშვიდეს არავინ უნდა ელოდოს. დილიდან მოვლენების სიახლოვეს იტრიალებთ და რაც უფრო ადრე ჩაერთვებით პროცესებში, მით უფრო წარმატებული იქნება ეს დღე. ბევრი საკითხის გადაწყვეტა სწორედ ქალწულებზე იქნება დამოკიდებული.

სასწორი

სასწორებისთვის წინააღმდეგობრივი დღეა - ზოგისთვის  მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზოგმა კი უმჯობესია, რომ ამ დღეს დაისვენოს. სამსახურში კოლეგებთან მცირე გაუგებრობა გელოთ, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაცვას და  ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.  მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი მოქმედების წინასწარ დაგეგმვა. კარგად აწონ-დაწონეთ რისკები და საბუთების  შემოწმება არ დაიზაროთ, 

მორიელი

დილიდან ცუდ განწყობასთან გამკლავება მოგიწევთ. ფსიქოემოციური მდგომარეობა ხელს გიშლით მოვლენები  სწორად შეაფასოთ და  გადაწყვეტილებები მიიღოთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისგან — მოგვიანებით შეიძლება ამის გამო ინანოთ. მასაჟი ან თბილი აბაზანა მოდუნებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ენერგია თანდათან იკლებს და მალე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ამ პერიოდში სამსახურში და სპორტდარბაზში აქტიურობას უნდა მოერიდოთ — უმჯობესია დაისვენოთ და სახლში დარჩეთ. ასე ჯანმრთელობის პრობლემებს თავიდან აიცილებთ და მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით. ერიდეთ კოლეგებთან გულახდილ საუბრებს —ამას შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს.

თხის რქა

იდეალური დღეა მოგზაურობისთვის. ასე, რომ შეგიძლიათ ჩემოდანი ჩაალაგოთ და გაემგზავროთ. ახალი საქმის დაწყებამდე გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ახლობელ ადამიანებს რჩევა თხოვოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, რომ მშვიდ გარემოში განიტვირთოთ, სამკურნალო აბაზანები მიიღოთ და სამომავლო გეგმები შეადგინოთ.

მერწყული

მერწყულების დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ ზედმეტად მკაცრია, განსაკუთრებით ეს ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში გამოიხატება. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საყვარელ ადამიანებს შორის დაძაბულობამ და დაპირისპირებამ იფეთქოს.  გირჩევთ აქტიურობ შეამციროთ, ნერვული სისტემა დაასვენოთ და ახლობლების მიმართ მეტი სითბო გამოავლინოთ. 

თევზები

გირჩევთ ეს დღე მთლიანად სახლს და ოჯახის წევრებს დაუთმოთ. სახლის საგულდაგულოდ დალაგების შემდეგ სასურველია, რომ  ოჯახის წევრებთან ერთად სადილი დაგეგმოთ და ოჯახის ბიუჯეტი განიხილოთ. ერთად დასახეთ სამომავლო გეგმები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა