ბაზარი თბილისში, რომელსაც ედუარდ კენედი სტუმრობდა
ამბობენ, თბილისის ნამდვილი სული რომ იგრძნოთ, საკოლმეურნეო ბაზარს უნდა ეწვიოთ. თბილისში ბაზარი უძველესი დროიდან ფუნქციონირებდა, სადაც საქონელი მთელი ქვეყნიდან ჩამოჰქონდათ.
ამ დროს ბაზარს სავაჭრო რიგსაც უწოდებდნენ და თითოეულ რიგს თავისი დასახელება ჰქონდა, რომელიც შემდეგ ამ რიგების ადგილზე გაჩენილ ქუჩებს უწოდეს.
ქალაქში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო ბაზარი, რომელიც რკინიგზის ცენტრალური სადგურის გადასწვრივ მდებარეობს, „დეზერტირების ბაზრის“ სახელით არის ცნობილი. ეს სახელი 1920-იან წლებში დამკვიდრდა, რადგანაც ჯარიდან გამოქცეული ჯარისკაცები ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა ნივთებს ყიდდნენ.
ბაზრის 2000 კვ.მ ტერიტორიაზე ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იყიდება, როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი.
1974 წელს დეზერტირების ბაზარს საბჭოთა კავშირში სტუმრად მყოფი აშშ-ს სენატორი ედუარდ კენედი სტუმრობდა, რომელსაც აღმოსავლური ბაზრის ნახვა აინტერესებდა. ისტორიამ შემოინახა ფოტო, სადაც ასახულია სენატორი დეზერტირების ბაზარში ქართველ მასპინძლებთან ერთად.
"დეზერტირის ბაზრის" ძველი შენობა, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, 2007 წელს დაანგრიეს. ახლა მის ტერიტორიაზე ახალი ბაზარია, რომელსაც ძველი სახელწოდება შემორჩა.
ახლა მის ტერიტორიაზე ახალი ბაზარია, რომელსაც ძველი სახელწოდება შემორჩა.