თეგებით ძიება

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ეს დღე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. თუ არ იზარმაცებთ, შეძლებთ ერთდროულად რამდენიმე საქმე დაასრულოთ.  მთავარია, ყურადღება არ მ ოადუნოთ. ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, გამოფენებისა თუ საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. მიღებული შთაბეჭდილებები თქვენს საქმიანობაზე დადებითად აისახება.

კურო

ამ დღეს პლანეტები ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაში დაგეხმარებიან.  სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილება გაძლიერდება. სავარაუდოდ, ახალ ადამიანებს გაიცნობთ და მათგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, რაც მომავალში გამოგადგებათ.  საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დიდ დროს  და ძალას წაგართმევთ, თუმცა თუ შეცდომებს არ დაუშვებთ, შესაძლოა, ისეთი შედეგი მიიღოთ, როგორზეც არასდეს გიოცნებიათ. დღის პირველი ნახევარი შესაძლოა, ცოტათი მოსაწყენი იყოს, მაგრამ საღამოს მხიარული გარემო და საინტერესო ღონისძიებები გელოდებათ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს, რაც განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ. 

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეორეხარისხოვანი საქმეები ცოტა ხნით დაივიწყოთ და ფინანსური საკითხები მოაწესრიგოთ. ჯერჯერობით, დიდი შენაძენებისგან თავი უნდა შეიკავოთ — ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ფულის დაბანდებაც სხვა დროისთვის გადადეთ. სამაგიეროდ, ვარჯიში და ჯანსაღი კვება ახლავე უნდა დაიწყოთ, სანამ მავნე ჩვევები პრობლემებს შეგიქმნით.

ლომი

ამ  დღეს საკვებით მოწამვლის რისკი საკმაოდ მაღალია, ამიტომ  კვების პროდუქტების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, მათ შორის, ჭამაშიც. შესაძლებელია ფინანსური ზარალი, რომლის ანაზღაურება მომავალში დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სავარაუდოდ, ოჯახში ურთიერთობები დაიძაბება და ჯერჯერობით სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა ვერ შეძლებთ. 

ქალწული

დღის პირველ ნახევარში ყურადღება პოზიტიურ ემოციებზე უნდა გაამახვილოთ. გირჩევთ თქვენი პროფესიული წარუმატებლობები კოლეგებსა და პარტნიორებს არ გადააბრალოთ. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარი მთლიანად ოჯახს დაუთმოთ — ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ერთად შექმენით რაიმე საინტერესო. არ დაგავიწყდეთ, რომ ხანდაზმული ნათესავები თქვენი მხარდაჭერისა და გულისხმიერების მოლოდინში არიან.

სასწორი

 შესანიშნავი დღეა როგორც ოჯახის, ისე სამუშაოსთვის. თუ დახმარება დაგჭირდათ, ის აუცილებლად მოვა. ხელსაყრელი დროა სოფლის მეურნეობის ან მშენებლობისთვის. თუ ხელს არაფერი გიშლით, სასურველია აგარაკზე ან სოფელში, ახლობლებთან გამგზავრება. პრობლემების გადაწყვეტისას მხოლოდ პირად სარგებელზე ნუ იფიქრებთ — სხვებზეც უნდა იზრუნოთ.

მორიელი

მორიელებისთვის ახლა შესაფერისი დროა იმისთვის, რომ საკუთარ თავში ახალი და უნიკალური შესაძლებლობები აღმოაჩინონ. გჯეროდეთ საკუთარი ძალების, არ დანებდეთ და ბოლომდე იბრძოლეთ! სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, საკუთარ ოცნებაზე უარს ნუ იტყვით. თუ არ იზარმაცებთ, წინ უსაზღვრო სიხარული გელით , მიზნის მიღწევა ამად ნამდვილად ღირს. თამამად გაუდექით გზას  ახალი აღმოჩენებისკენ.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვილდოსნებს სიხარულსა და ბედნიერებას მოუტანს. სახლი დადებითი ენერგიით ივსება, ოჯახში ურთიერთობები  თბილი და ჰარმონიულია. შესაძლოა, წინ მოგზაურობა და ახალი ემოციები გელოდეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით — ფინანსური და ემოციური დანაკარგის თავიდან ასარიდებლად სიფრთხილე გმართებთ. საღამოს სეირნობა უმჯობესია გადადოთ და სახლში დარჩეთ  — ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ!

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მარტივი საქმის  მოგვარებაც კი დიდ დროს მოითხოვს, რამაც შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ. ეცადეთ სიმშვიდე და მოთმინება შეინარჩუნოთ მით უმეტეს, რომ ნერვიულობით ვერაფერს შეცვლით. თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან, განსაკუთრებით ხელმძღვანელთან, რათა ფინანსური ზარალი თავიდან აიცილოთ და შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოთ.

მერწყული

მერწყულებისთვის ეს დღე ურთიერთობების თვალსაზრისით რთული იქნება, მაგრამ თავი არაფერში დაადანაშაულოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას არაკეთილგანწყობილი ადამიანების  შურს და უხეშობას. ასეთი ადამიანებთან ურთიერთობა დროებით შეაჩერეთ, რომ შინაგანი ჰარმონია შეინარჩუნოთ. რაც შეეხება სიყვარულს — ამ მხრივ ყველაფერი სტაბილურადაა, რაც სიხარულს განიჭებთ.  

თევზები

 მოსალოდნელია ცვლილებები როგორც სამსახურში, ისე ოჯახში. ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. მოსაზრებების გამოთქმისას ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით ახლობლებთან — შეიძლება მცირე უთანხმოება დიდი კამათის მიზეზად იქცეს. დღის განმავლობაში შეიძლება განწყობა შეგეცვალოთ. ამ დღეს თქვენი ამოცანა სიმშვიდის შენარჩუნება და თავშეკავებაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა