ბრიტანული გამოცანა - რატომ აქვთ ინგლისელებს ცალ-ცალკე ცხელი და ცივი წყლის ონკანები?
ყველა მივეჩვიეთ, რომ ჩვენს სახლებში ცივი და ცხელი წყალი შემრევი მილის წყალობით ერთ ონკანში მოდის, თუმცა ინგლისში საქმე სხვაგვარადაა - იქ ცივი და ცხელი წყლისთვის ცალ-ცალკე ონკანებია. . მოდი, გავარკვიოთ ასე რატომ ხდება.
წინაისტორია
ყველაფერი დაახლოებით XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. იმ დროს ინგლისში მხოლოდ ერთი ონკანი იყო, რადგან ჯერჯერობით, ადამიანებს ცხელი წყალი მილებით არ მიეწოდებოდათ. რაღაც დროის შემდეგ ბრიტანეთში ცხელი წყლის სისტემაც გაჩნდა, თუმცა ეს სრულიად დამოუკიდებელი ქსელი იყო - ცივი წყალი ცენტრალური მილსადენიდან მოედინებოდა, ხოლო ცხელი სხვენზე მდებარე ავზებიდან.
ცივი წყალი უსაფრთხოდ ითვლებოდა, ცხელი კი არა, რადგან ავზები უხარისხო ლითონით მზადდებოდა. ის მალე ჟანგდებოდა და ბაქტერიების გამრავლებისთვის შესანიშნავ გარემოს ქმნიდა. სწორედ ამიტომ აიკრძალა ამ ორი წყლის ერთმანეთთან შერევა — აქედან გაჩნდა ორი ცალკე ონკანის საჭიროება.
რატომ არ ცვლიან ბრიტანელები ამ სისტემას?
თანამედროვე ბრიტანელები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას არ ჩქარობენ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ფულის დაზოგვის მიზნით ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ცალ-ცალკე ონკანები ნაკლები წყლის მოხმარების საშუალებას იძლევა, რაც დაბალ გადასახადებს უკავშირდება. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - როგორც ვთქვით, ცხელი წყალი დაბალი ხარისხისაა. ის სწრაფად ჟანგდება და ფუჭდება. ასე რომ, დაზოგილი წყლით ხელის ან პირის დაბანა არაგონივრულია.
არსებობს მოსაზრება, რომ ტრადიციების მოყვარული ბრიტანელები თანამედროვე წყალმომარაგების მოდელზე უარის თქმით თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას უფრთხილდებიან და ეს მართალია. ბევრ ინგლისელს უბრალოდ, ძველი ტრადიციების დარღვევა არ სურს.
რატომ არის ცხელი წყლის ონკანი ყოველთვის მარცხნივ?
1965 წელს ბრიტანეთში შემოვიდა წესი, რომლის მიხედვითაც ცხელი წყლის ონკანი აუცილებლად მარცხნივ უნდა დამონტაჟდეს. ეს გადაწყვეტილება უსინათლოების დასახმარებლად მიიღეს, რომ ადვილად გაერჩიათ რომელი ონკანი რომელი წყლისთვისაა.
მეორე მიზეზი უსაფრთხოებაა - ცხელი წყალი ცივზე საშიშია და რადგან ბრიტანელების 85% მემარჯვენეა, ისინი ინსტინქტურად მარჯვენა მხარეს მდებარე ონკანს ხსნიან, რაც გაცილებით უსაფრთხოა.