ჯეფ ბეზოსი Tesla-ს კონკურენტს უშვებს, რომელიც "ხელმისაწვდომობით" გამოირჩევა
გასულ თვეს, Reddit-ზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ლოს-ანჯელესში, ავტოსადგომზე ამოუცნობი პატარა სატვირთო მანქანა იყო ასახული. ამ ფოტოსურათის შესახებ Carscoops-მა პირველად მას შემდეგ აღნიშნა, რაც TechCrunch-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეფ ბეზოსი მეტად "ხელმისაწვდომი" ავტომობილის წარმოებას იწყებდა "საიდუმლო ელექტრომობილების სტარტაპისთვის" სახელწოდებით Slate Auto.
ინტერნეტდეტექტივებმა სწრაფად დაადგინეს (ხოლო TechCrunch-მა დაადასტურა), რომ Reddit-ის ფოტოსურათზე გამოსახული სატვირთო მანქანა სწორედ Slate Auto-ს კონცეპტუალურ მანქანას წარმოადგენდა.
ამჟამად კი კომპანია მზადაა ჯავშნებისთვის, ხოლო პრიორიტეტს პერსონალიზაცია წარმოადგენს. შესაძლებელია, რომ ყველაფერი პერსონალურად იყოს მორგებული - ექსტერიერის იერსახიდან დაწყებული, ფერითა და ინტერიერის ღილაკებით დამთავრებული.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი მანქანის პერსონალიზება. თუმცა ამჟამად არ არის შექმნილი ისეთი მანქანები, რომლის პერსონალიზებასაც ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც მათ მიმართ ინტერესით დიდად არ გამოირჩევიან (ჩვენ გვიყვარხართ, მანქანების მოყვარულებო). ამიტომ ჩვენ ეს შევცვალეთ", - ნათქვამია ვებსაიტზე.
X-ზე ახალი "რადიკალურად მარტივი, რადიკალურად ხელმისაწვდომი Slate-ის სატვირთოს" შესახებ გავრცელებულ ვიდეოში, აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ბარმენმა აღნიშნა, რომ ფასი "შუა 20-იანებიდან იწყება", თუმცა ის 20 000 დოლართან (ელექტრომობილების ფედერალური საგადასახადო კრედიტების შემდეგ) უფრო ახლოს იქნება. ერთკაბინიანი ელექტროსატვირთოები მომხმარებლებისთვის 2026 წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიის შტაბ-ბინა მიჩიგანის შტატის ქალაქ ტროიში მდებარეობს.
"უსაფრთხო, საიმედო და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის საკითხით უამრავი ადამიანია დაინტერესებული; თუმცა მათთვის ალტერნატივების რაოდენობა დიდი არ არის", - განუცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ბარმანმა Business Insider-ს ოფიციალურ წარდგენამდე.