თეგებით ძიება
08. 04. 2025 დიზაინი

რჩევები სააგარაკე სახლის რემონტისა და კეთილმოწყობისათვის

თანდათან სულ უფრო აქტუალური ხდება სააგარაკე სახლები, როგორ სრულფასოვანი დასვენების ადგილი ოჯახისათვის. სულ უფრო მეტი ადამიანი აფასებს ქალაქგარეთ ჰაერსა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად გატარებულ დროს. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თქვენი აგარაკი მოაწყოთ კომფორტულად, თანამედროვედ და დიდი დანახარჯების გარეშე. 

მცირე რჩევები რემონტისას

როგორც წესი, რაც დროთა განმავლობაში ზედმეტი ხდება, იმას აგარაკზე ეზიდებიან და უამრავი ნივთი წლობით გროვდება. ძველი,უსარგებლო ნივთები აგარაკს მხოლოდ გადატვირთავს და დასვენებაში ხელს შეგიშლით. გაათავისუფლეთ სივრცე ამ ნივთებისგან - აგარაკი უნდა გიქმნიდეთ მშვიდი დასვენების ატმოსფეროს და არ გახსენებდეთ ქალაქის რიტმსა და ხმაურს.

ეცადეც, კარგად მოსასვენებელი და სამზარეულოს ზონა ერთმანეთისგან გამოყოთ.

იხმარეთ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი მასალა ავეჯსა და ინტერიერში. მოერიდეთ ქრომირებული მეტალის, მინისა და პლასტიკატის გამოყენებას სააგარაკე ბინაში. 

როგორც ყველა ინტერიერში, განათება აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ რბილი, არამკვეთრი სინათლე მიიღოთ, გამოიყენეთ მქრქალი და სინათლისგამფანტავი სანათები.

დიდი ყურადღება ეთმობა ტექსტილს. ბალიშები, პლედები, ლამაზი გადასაფარებლები, ფერადი ფარდები დაამშვენებს ოთახების ინტერიერს. შეარჩიეთ ტიპური სააგარაკე ფაქტურა – ზოლები, წვრილი ყვავილები, კუბოკრული.

აი რამდენიმე იდეა, რომელიც დაგეხმარებათ სივრცე ფუნქციურად და გემოვნებით მოაწყოთ:

1. გეგმვა – სივრცის შეფასება

ჯერ კარგად დაათვალიერეთ ნაკვეთი:

სად არის მზე და ჩრდილი დღის განმავლობაში?

საიდან ქრის ქარი?

როგორია რელიეფი?

რამდენად შორსაა წყარო (წყალი/სარწყავი სისტემა)?

გააკეთე მარტივი ნახაზი ნაკვეთის ზომებით და აღნიშნე ძირითადი ელემენტები – სახლი (თუ არის), ბაღი, შესასვლელი, ფანჩატური და ა.შ.

შეგიძლიათ სააგარაკე ნაკვეთი რამდენიმე ზონად გაყო:

ბოსტანი ან ხილის ბაღი.

ფანჩატური ან დასასვენებელი ზონა – საქანელით, მაგიდით, გრილით.

საკუჭნაო/სამეურნეო ზონა – ხელსაწყოებისა და ტექნიკისთვის.

დეკორატიული ზონა – ყვავილებით, ბუჩქებით ან პატარა ტბორით.

პარკირების ადგილი.

მცენარეები და გამწვანება

მცენარეები კლიმატიდან და მოვლის სირთულიდან გამომდინარე შეარჩიეთ:

მარადმწვანე ბუჩქები კარგია ზაფხულშიც და ზამთარშიც.

ხეხილი – ვაშლი, ქლიავი, ალუბალი.

ყვავილები – ლავანდა, ჟასმინი, ვარდი.

ბოსტნეული – პომიდორი, კიტრი, მწვანილი

ინფრასტრუქტურა

გააკეთე ბილიკები – თუნდაც ქვის ფილებით.

განათება – მზის პანელზე მომუშავე ლამპები საღამოს ძალიან ლამაზია.

წყალსადენი ან წვიმის წყლის რეზერვუარი.

დასასვენებელი სივრცე

ფანჩატური, საქანელა, ჰამაკი.

გრილის კუთხე.

ბავშვებისთვის კუთხე სათამაშოებით ან ქვიშაობით.

თუ გეგმავთ ცივ პერიოდშიც დაისვენოთ თქვენს აგარაკზე, კარგი იქნება ნამდვილი ბუხარი  ააშენოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა