თეგებით ძიება
13. 04. 2025 დიზაინი

როგორ შევარჩიოთ ოთახისთვის შესაფერისი ფარდა?

ფარდა ინტერიერში მხოლოდ დეკორატიული ელემენტი არ არის – ის უზრუნველყოფს კომფორტს და აწესრიგებს  სინათლის ნაკადს. სწორი ფარდის შერჩევა დამოკიდებულია ოთახის ფუნქციაზე, განათებაზე, დიზაინის სტილზე და სხვა დეტალებზე.

1. ფარდის შერჩევამდე დაფიქრდი, რა ფუნქცია ექნება მას:

•        სინათლის ბლოკირება – საძინებელში და ოთახის მზიან მხარეს გამოიყენეთ ცივი ტონალობის მქონე სქელი ქსოვილი ან ორმაგი ფარდები(ბლექაუთი), შედარებით ბნელ ნაწილს კი, თბილი ტონისა და ღია ფერის, თხელი, გამჭვირვალე ტექსტილის ფარდები დაამშვენებს.

•        დეკორატიული მიზანი – თუ მხოლოდ სილამაზისთვის გინდა, შეგიძლიათ მსუბუქი, გამჭვირვალე ფარდები აირჩიო.

•        ტემპერატურის რეგულირება – მძიმე ფარდები ზამთარში სითბოს ინარჩუნებს, ზაფხულში კი სიგრილეს.

შეიძლება იყოს საწოლი, შენობაში and საძინებელი ოთახი გამოსახულება

2. გაითვალისწინე ოთახის ტიპი

•        საძინებელი – უპირატესობა მიანიჭე მუქ და სქელ ფარდებს, რომ ღამე მშვიდად დაიძინოთ.

•        მისაღები ოთახი – აქ შეიძლება ნათელი ფერის, მსუბუქი ფარდა გამოიყენო, რომელიც ოთახს ჰაეროვნებას შემატებს.

•        სამზარეულო – აქ შესაფერისია მარტივად მოსავლელი, მსუბუქი და მოკლე ფარდები, რადგან ხშირად ჭუჭყიანდება.

•        საბავშვო ოთახი – შეარჩიე ფერადი, მხიარული პრინტებით და უსაფრთხო მასალით დამზადებული ფარდები.

3. სტილისა და ფერის შერჩევა

•        ფარდა უნდა ეხამებოდეს ოთახის საერთო დიზაინს – თანამედროვე, კლასიკური თუ მინიმალისტური სტილი.

•        ფერის შერჩევისას გაითვალისწინეთ კედლების, ავეჯისა და ქსოვილის ფერები.

•        ნეიტრალური ფერები უფრო უნივერსალურია, მუქი ტონები – მყუდროებას ქმნის, ხოლო ნათელი ფერები – სივრცეს აძლევს მოცულობას.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

4. ზომა და სიგრძე

•        ფარდის სიგრძე დამოკიდებულია ოთახის სიმაღლეზე და მფლობელის გემოვნებაზე. არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

ფარდები იატაკს 2-4 სმ-ით უნდა სცილდებოდეს ან ეხებოდეს მას.

იატაკამდე დაშვებული ფარდები – კლასიკური და ელეგანტური იერსახისთვის.

ფანჯრის სიგრძის –მოსახერხებელია სამზარეულოსა და სამუშაო ზონებისთვის.

ფარდების შერჩევისას გასათვალისწინებელია ოთახის მახასიათებლები: ზომა, ბუნებრივი განათება, ჭერის სიმაღლე.. პატარა ოთახს არ უხდება გრძელი, მძიმე ფარდები. ისინი ვიზუალურად კიდევ უფრო ამცირებს სივრცეს. უმჯობესია, შეიძინოთ ფარდა-ჟალუზები ან რომაული ფარდები.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა