თეგებით ძიება

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ეს დღე უფრო წარმატებულია, ვიდრე წინა დღეები იყო. პოზიტიური ტენდენციების ზეგავლენა თანდათან ძლიერდება. შესაძლოა, პროფესიული უთანხმოებების მოგვარების შემდეგ კონკურენტები თქვენს მოკავშირეებად აქციოთ.  ხელსაყრელი დროა მასშტაბური პროექტების დასაწყებად. მოსალოდნელია ახლობლებთან კამათი და ოჯახში უთანხმოება, თუმცა მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებთ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ – ამ დროს დასვენება განსაკუთრებით გჭირდებათ.

კურო

ყოველმხრივ წარმატებული დღეა. ხელმძღვანელობა მხარს გიჭერთ, კოლეგები მზად არიან დაგეხმარონ, მაგრამ მუშაობა მაინც ატ გსურთ. ამ დღეს შეგიძლიათ თავს ცოტაოდენი სიზარმაცის უფლება მისცეთ, აი, რომანტიკული პაემნის გაუქმება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჯერ არაფერი დაგიგეგმათ? მაშინ ახლავე მოიფიქრეთ რამე! იდეალური დროა ინიციატივის გამოსავლენად.

ტყუპები

პოზიტიური ტენდენციების გავლენა კვლავ ძლიერია. საქმიანი ურთიერთობები უმჯობესდება – შეგიძლიათ გრძელვადიან თანამშრომლობაზეც ისაუბროთ. შესანიშნავი დღეა ბავშვობის მეგობრების სანახავად. მათთან შეხვედრა არა მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ,  ახალ თვისებებსაც აღმოაჩენთ მათ ხასიათში, ვისაც თითქოს კარგად იცნობთ. 

კირჩხიბი

შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაპირისპირება გავლენიან ადამიანებთან, მაგრამ ეს თქვენს კარიერულ წინსვლას ხელს ვერ შეუშლის. ეს დღე თქვენგან პირად ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენას მოითხოვს. ზოგჯერ სხვებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, თუმცა ეცადეთ, ახლობლებზე ზედმეტი ზეწოლა არ მოახდინოთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საინტერესო და პერსპექტიული საქმით დაკავდეთ, თუმცა ამისთვის კონკურენტთან დაპირისპირება მოგიწევთ. თუ სიმტკიცესა და შეუპოვრობას გამოავლენთ გამარჯვებას მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. ამისთვის მადლობა თქვენს ინტუიციას უნდა გადაუხადოთ – ის ჭკვიანურ რჩევებს დროულად გიწვდით. მოსალოდნელია სიყვარული ერთი ნახვით.

ქალწული

რთული, დაძაბული და წინააღმდეგობებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა, ზუსტად იცით, რა გსურთ, და ეს მიზნის მიღწევის შანსს საგრძნობლად ზრდის. ფრთხილად იყავით  მოკავშირეების შერჩევისას. ნუ ენდობით მას, ვინც იმედი ერთხელ მაინც გაგიცრუათ. ოჯახურ ურთიერთობებში სერიოზული საკითხების გარკვევას დროებით თავი აარიდეთ. ამჟამად  სიმშვიდის შენარჩუნება ძნელია, არადა, საჭირო კომპრომისის მოსაძებნად სწორედ სიმშვიდე გჭირდებათ.

სასწორი

ავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ და შეგიძლიათ  სირთულეები დაივიწყოთ. ამჯერად წარმატებას თქვენი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის წყალობით მიაღწევთ. ამასთან, ოჯახური უთანხმოებების მოგვარებასაც შეძლებთ და  წყენის ღრუბელსაც გაფანტავთ. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის არ მოგატყუებთ.

მორიელი

შეგიძლიათ გადალახოთ დაბრკოლება, რომელიც დიდი ხანია წინსვლაში ხელს გიშლით. მოულოდნელად ხვდებით, რომ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გეგონათ .შეიძლება ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლობის წინადადება მიიღოთ, თუმცა საუკეთესო ვარიანტის შერჩევა ადვილი არ იქნება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნეგატიური ტენდენციების გავლენა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია. 

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა. მიზანდასახულობა და სიზუსტე კონკურენტებზე გამარჯვებაში დაგეხმარებათ და საშუალებას მოგცემთ გეგმები წარმატებით განახორციელოთ. გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობა კარიერის აწყობაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ძლიერია. აქ არაფრის გადაჭრა არ მოგიწევთ – ყველაფერი თავისით, იდეალურად დალაგდება. აკეთეთ ის, რაც გიყვართ და  ცხოვრებით დატკბით– ამას ნამდვილად იმსახურებთ.

თხის რქა

ძველი მოკავშირის დროული მხარდაჭერა გეგმების სწრაფ განხორციელებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომა გულუხვად დაფასდება – ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ახლა მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და ხარჯები შეამციროთ, რომ ფინანსურად არ გაჭირდეთ. სიახლე, რომელიც ნათესავს ან ძველ მეგობარს შეეხება, ძალიან გაგახარებთ. 

მერწყული

ჩნდება შანსი, რომ ერთდროულად რამდენიმე პროფესიული პრობლემა მოაგვაროთ. შეიძლება ახალ, საკმაოდ პერსპექტიულ პროექტს სათავეში ჩაუდგეთ, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ისევ ძლიერია. თუ საკუთარ გრძნობებში ბოლომდე გარკვეული არ ხართ, ერთგული მეგობრის რჩევას მოუსმინეთ. 

თევზები

ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ რამე სასარგებლო საქმე გააკეთოთ, ისე რომ ყურადღება წვრილმანებზე არ გაგეფანტოთ. საქმიანი აქტივობა მაღალია – შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე ცდილობთ საკუთარი ინიციატივა ნებისმიერ ფასად გაიტანოთ, რაც ზოგჯერ გარშემომყოფთა უკმაყოფილებას იწვევს. ამ დღეს ზედმეტი ნდობა შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა