თეგებით ძიება

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ეცადეთ საქმის მიმართ სერიოზულად განეწყოთ,  ემოციებს არ აჰყვეთ და ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. კარგად გააზრებული გადაწყვეტილება და წინასწარ დაგეგმილი მოქმედებები წარმატებამდე მიგიყვანთ. ბევრ ვერძს წარსული გამოცდილება გამოადგება. მოულოდნელობებსა არ უნდა ელოდოთ, თუმცა აუცილებლად იპოვით გზას, რომ თქვენი დღე უფრო საინტერესო და დატვირთული გახადოთ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე შეხედულება შეგაცვლევინოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა რთული ამოცანების გადასაჭრელად, ასევე — მასშტაბური პროექტების დაწყებისთვის. შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს თანამშრომლობა, რომელიც ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. პირად ურთიერთობებში სიტუაცია უფრო დაძაბულია, ვიდრე პროფესიულში. ახლობლებთან მცირე გაუგებრობა ელით, თუმცა კომპრომისიის პოვნას შეძლებთ და ვითარებას განმუხტავთ. არ არის გამორიცხული, რომ დღის მეორე ნახევარში ძველი პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა მოგიწიოთ.

ტყუპები

რთუი დღეა. შეიძლება ადამიანებმა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, იმედები გაგიცრუონ, ხოლო დაპირისპირებები თავს ჩვეულზე ხშირად იჩენს. ამის მიუხედავად, ოპტიმიზმს ინარჩუნებთ და პოულობთ გზას, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ — დასახული მიზნების მიღწევას მარტოც შეძლებთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და სარისკო მაქინაციებს მოერიდოთ. კარგად დაფიქრდით, სანამ დიდ შესყიდვას განახორციელებთ, რადგან შეიძლება ფული უსარგებლო ნივთში გადაიხადოთ. 

კირჩხიბი

დღევანდელი დღე ახალ იდეებსა და თამამ გეგმებს მოგიტანთ. მალე მათი განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდება. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი წინადადება და ნაყოფიერი თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებიც იმედისმომცემ პროექტებზე მუშაობენ. ახლობლებთან ურთიერთობა ჰარმონიულად ვითარდება, მალე იმ პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც ურთიერთგაგებას ხელს უშლიდა. შეყვარებულ კირჩხიბებს რომანტიკული სიურპრიზები ელით. საღამო ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ ცოტა ხნით წარსულს დაუბრუნდეთ,  ბოლო მოვლენები გააანალიზოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

ლომი

ეს დილა არც ისე სახარბიელოდ დაიწყება, თუმცა, დილის უსიამოვნებას სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ — ის დიდ ზიანს არ მოგაყენებთ და მალე დაგავიწყდებათ. ეცადეთ, არავისთან იკამათოთ, თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ მართალი ხართ. მოგვიანებით დადებითი  ტენდენციები გაძლიერდება და გარშემომყოფებთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება. ისინი, ვინც ადრე გაკრიტიკებდნენ, მიხვდებიან, რომ შეცდნენ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საქმეში დახმარებას შემოგთავაზებენ. 

ქალწული

მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაზე თამამი გეგმები რეალობად აქციოთ. წარმატებას სწრაფად მიაღწევთ, თუმცა ამით არ გაჩერდებით, რადგან ახალი სიმაღლეების დაპყრობა გსურთ. საკუთარ მიღწევებზე თამამად ისაუბრეთ — ამ დღეს შესაძლოა, თქვენ შესახებ ისეთმა ადამიანმა გაიგოს, ვინც მომავალში რაღაც საინტერესოს შემოგთავაზებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ამ დროს უმჯობესია, ფიზიკური გადაღლა და სტრესი თავიდან აირიდოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებზე ზრუნვისა და ხანგრძლივ თანამშრომლობაზე საუბრისთვის. კარგად იცით, რისი მიღწევა გსურთ, და დათმობაზე მხოლოდ მაშინ მიდიხართ, როცა აუცილებელია. ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება. ინტუიცია გკარნახობთ, როდის უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე და როდის უნდა დათმოთ. უსმინეთ მას და არ გააკეთოთ ისეთი რამ, რის გამოც შეგრცხვებათ.

მორიელი

მორიელებისთვის რთული დღეა. წარმატების მიღწევის შანსი ნამდვილად გაქვთ, თუმცა ამისთვის ბევრი უნდა იბრძოლოთ. დროა, სიმტკიცე და მიზანსწრაფულობა გამოიჩინოთ — ამის წყალობით იმას მიაღწევთ, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. თქვენი მოკავშირეები ამჟამად საკუთარი საქმეებით არიან დაკავებული, ამიტომ მათი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ბევრი პრობლემის გადაჭრა დამოუკიდებლად მოგიწევთ და ამას რაც უფრო ადრე გაითავისებთ, მით უკეთესია. 

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ისაუბროთ. შეიძლება ყურადღების რუტინულ საქმეებზე გადატანა გაგიჭირდეთ - ისინი განსაკუთრებით მოსაწყენად მოგეჩვენებათ და უფრო მეტად დაგღლით. დაფიქრდით, სად შეიძლება გამოიყენოთ თქვენი ნიჭი. ზოგჯერ კრეატიული მიდგომა  ჩვეულებრივ ამოცანას ნამდვილ თავგადასავლად აქცევს.

თხის რქა

დილას მცირე უსიამოვნება გელით, თუმცა სწრაფად გაუმკლავდებით. დღის განმავლობაში პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდება. დიდ წარმატებებს მიაღწევთ ისეთ სფეროებში, სადაც ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო. არ არის გამორიცხული, რომ მალე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. შეგიძლიათ დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ - საკუთარი შრომის შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.

მერწყული

უჩვეულო და სასიამოვნო დღეა, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით, გასაოცარი დამთხვევებით და ისეთი მოვლენებით, რომლებსაც არ ელოდით. შესაძლოა, იმის გაკეთების შანსი მოგეცეთ, რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით. გჯეროდეთ საკუთარი ძალების, დაბრკოლებებს აუცილებლად გადალახავთ. გაჩნდება ახალი მიზნები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ახლობლებისთვის. უთანხმოება და კამათი წარსულში დარჩება, დროის ფუჭად დაკარგვა არ შეიძლება.

თევზები

რთული დღეა. შეიძლება პრობლემები და სირთულეები გაჩნდეს, თუმცა მათი გადაჭრის მოულოდნელ და ეფექტურ გზებს იპოვოთ. თქვენი მოქმედებები შეიძლება სხვებისთვის უცნაური იყოს, მაგრამ შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. ხელსაყრელი დღეა როგორცდაგეგმილი, ისე დაუგეგმავი შესყიდვებისთვის — ორივე წარმატებული აღმოჩნდება და იმედს გაგიმართლებთ. მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი და საჩუქრები. ზოგიერთ თევზებს ძველი, თითქმის დავიწყებული ვალი დაუბრუნდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა