23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
დროა, სიზარმაცე დაივიწყოთ და დაიწყოთ საქმე, რომელიც უდიდეს ძალისხმევასა და ყურადღებას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცესში განწყობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ზოგჯერ თქვენმა სრულყოფილებისკენ სწრაფვამ შეიძლება გარშემ მყოფების მიმართ შეუწყნარებლობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების გაგება ისწავლოთ და უფრო მომთმენი გახდეთ.
კურო
სამსახურში ახალი ძალისა და იდეების მოზღვავებას იგრძნობთ. განაგრძეთ ემოციური ინტელექტის განვითარება – საკუთარი გრძნობებისა და სხვების ემოციების გააზრება ურთიერთობების გაუმჯობესებაში ხელს შეგიწყობთ. საქმეებს, რომლებსაც დამოუკიდებლად აკეთებთ, განსაკუთრებული კმაყოფილება მოაქვს. გრძნობთ, რომ თქვენი ნაშრომი კლიენტებს, კოლეგებსა და ხელმძღვანელობას მოსწონს, თუმცა, აჩქარება პრობლემების გარდამ არაფერს მოგიტანთ.
ტყუპები
მერკურისა და იუპიტერის გავლენით თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აუჩქარებელი მუშაობა და გონივრულად შედგენილი სამოქმედო გეგმა არა მარტო წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ.
ყურადღება მთავარ მიზნებზე გაამახვილეთ და სწრაფად ფულის შოვნის ცდუნებებს თავი აარიდეთ. ეს დღე შესაფერისია ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. მათი მხარდაჭერა ძალას და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
კირჩხიბი
სპორტი და ფფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა დროა, ცოტა დაისვენოთ და ცხოვრებით დატკბეთ. იდეალური დღეა შვებულების ან ხანგრძლივი დასვენებისთვის. ფრთხილად იყავით – შესაძლოა, ვენერამ მეტისმეტად ძვირადღირებული ნივთების შეძენისკენ გიბიძგოთ. დღეს დღესასწაულისა და მხიარულების დღეა. დატკბით ცხოვრებით და საყვარელი ადამიანების სიახლოვით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის სწორ გზაზე გაგიყვანთ.
ლომი
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლოა, ვარსკვლავების გავლენით ემოციური ცვალებადობა განიცადოთ. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ემოციური ქაოსი. პრობლემების გადაჭრისთვის გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ. ეცადეთ შინაგანი ეჭვები გადალახოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებლობებს ხელიდან გაუშვებთ.
ქალწული
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ფარული გეგმები მთავარ ფასეულობებს: სიყვარულს, ახლობლებზე ზრუნვას, თანაგრძნობასა და სამართლიანობისკენ სწრაფვას არ ეწინააღმდეგებოდეს. მოემზადეთ მნიშვნელოვანი გამოცდისთვის და არ დანებდეთ – სწორედ ნებისყოფა დაგეხმარებათ ყველა წინააღმდეგობის დაძლევაში.
სასწორი
ზოგჯერ შემდეგი ნაბიჯის გადადგმამდე უნდა შეჩერდეთ და სიტუაცია გაიაზროთ. ინტუიცია თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს და მიგანიშნებთ, უთანხმოებების მოსაგვარებლად რომელი მიმართულება უნდა აირჩიოთ.
საღამოს შესაძლოა მსუბუქი დაღლილობა და მზრუნველობის საჭიროება იგრძნოთ, საღამოს კი მიღებული შრომისთვის ჯილდო გელით. ასტრალური ფონი უძრავი ქონების შესყიდვისთვის ხელსაყრელია. უბრალოდ,საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს არ უნდა გადააჭარბოთ.
მორიელი
შესაძლოა ახალი პროექტის დაწყებამ დამატებითი მოტივაცია მოგიტანოთ. ეცადეთ კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ და საუკეთესო შედეგს მიიღებთ. ამ დღეს მეტი უნდა უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ - შეიძლება რაღაც ისეთი მოისმინოთ, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.
მშვილდოსანი
თუ დღის პირველ ნახევარში იმედგაცრუება განიცადეთ, საღამოს განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ჰორიზონტზე ახალი მიზნები და პერსპექტივები გამოჩნდება, რომლებსაც წარმატებით მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ხანგრძლივი პროცესია და არა ერთჯერადი მოვლენა, ამიტომ თითოეული ჩვენგანი მუდმივ ცვლილებაშია.
ყველას საკუთარი გზა აქვს. თქვენი ამოცანაა, მხარი დაუჭიროთ და შთააგონოთ ისინი, ვინც თქვენს გვერდითაა.
თხის რქა
შესაძლოა, მეგობრებსა თუ კოლეგებში ისეთი თვისებები შენიშნოთ, რაც თქვენში ეჭვებს იწვევს. საჭიროების შემთხვევაში, ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ადამიანებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოთ. თვალი გაუსწორეთ უსიამოვნო სიმართლეს, რომელსაც ვეღარ დამალავთ. თუ შინაგანად მშვიდად ხართ, იქნებ ამაზე ნერვიულობა არ ღირს?
მერწყული
მოერიდეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენას - შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ფულის დაგროვება დაიწყოთ.
ამ დღეს მხოლოდ ინტუიციას და გულის ხმას ნუ დაეყრდნობით – ემოციებმა შეიძლება გონებაზე გავლენა მოახდინოს. არასოდეს დაივიწყოთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობა. განავითარეთ გონება კითხვითა და ახალი უნარების სწავლით. ეძებეთ სიხარული შემოქმედებით საქმიანობაში ან უბრალოდ სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის წუთებით დატკბით.
თევზები
ფინანსური სირთულეების დასაძლევად ყველაფრისთვის მზად ხართ. სწორედ ეს ძალა იქნება თქვენი მთავარი იარაღი დაბრკოლებების წინააღმდეგ. თევზების ძალისხმევა წარმატებას მოიტანს და, სავარაუდოდ, საინტერესო შემოთავაზებაც გაჩნდება.
იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. დაივიწყეთ სწრაფი კვება და მენიუში ხილი და კენკრა დააბრუნეთ. თუნდაც დროებით მავნე ჩვევებსა და პროდუქტებს უნდა მოერიდოთ.