თეგებით ძიება
23. 04. 2025 რჩევები

„მოერიდეთ აგრესიული შინაარსის ნახატებს“ - როგორია ბედნიერი სახლის 7 წესი ფენ-შუის მიხედვით

ფენ-შუის სახელით ცნობილი სისტემა საუკუნეების წინ, ჩინეთში წარმოიშვა და დღემდე მსოფლიოში უამრავი მიმდევარი ჰყავს. „ფენ-შუი“ ჩინურად „ქარსა და წყალს“ ნიშნავს. ჩინელებმა ამ ორი სტიქიის ჰარმონიულად შერწყმა და ამ გზით ცხოვრების გაუმჯობესება შეძლეს. მათი უძველესი ფილოსოფია საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში დღესაც გვეხმარება. 

ფენ-შუი საშუალებას გვაძლევს საცხოვრებელი სივრცე ისე მოვაწყოთ, რომ საკუთარ სახლში თავი მშვიდად და მყუდროდ ვიგრძნოთ. ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე ეფექტური რჩევები, რომლებიც სახლში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ, თუნდაც ეს ნაქირავები ბინა იყოს.

1. გაათავისუფლეთ სივრცე ზედმეტი ნივთებისგან

კომფორტული სახლის მთავარი მტერი ძველი და უსარგებლო ნივთებია. ჩინელების აზრით, ასეთ ასეთ ნივთებში ბევრი უარყოფითი ენერგია ინახება, რომელიც მაცხოვრებლებზე გადადის. პირველ რიგში, მოიშორეთ ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია არ იყენებთ. გადააგდებთ თუ გააჩუქებთ, თქვენი გადასაწყვეტია, მთავარია, რომ სახლს მოაცილოთ. ყურადღება მიაქციეთ სახლის სისუფთავეს, რადგან ყოველდღიურად მტვრისა და ჭუჭყის ხილვა  ადამიანის ხასიათზე უარყოფითად მოქმედებს. 

2. ყურადღება გაამახვილეთ მთავარზე

ყოველი სივრცის მოწყობა მთავარი ნივთით დაიწყეთ: საძინებელში — საწოლი, მისაღებში — დივანი, სამზარეულოში — მაგიდა. აუცილებლად დატოვეთ ცოტა თავისუფალი ადგილი (თუნდაც 10 სმ) მთავარი ნივთის გარშემო. ეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ კუთხეების რაოდენობა. ფენ-შუის მიხედვით, კუთხეები გარემოზე ცუდად მოქმედებენ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ოთხკუთხედ მაგიდებს მრგვალით ჩაანაცვლებთ. ინტერიერის ჰარმონიზაციისთვის რბილი ფორმის — მრგვალი ან ოვალური ელემენტები დაამატეთ.

3. შექმენით დასასვენებელი ზონა

საძინებლის მოწყობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათუმოთ. ოთახის ინტერიერი მსუბუქი უნდა იყოს და დასვენებისკენ განგაწყობდეთ. საწოლის თავი კედელთან უნდა იყოს მიდგმული, ხოლო საწოლის ქვეშ ჰაერი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს. სასურველია, რომ საძინებელში არ იყოს მუშაობასთან დაკავშირებული ნივთები. მაგალითად:  კომპიუტერი, ჟურნალები, გაზეთები, სეიფი, საბუთები და ა.შ. როცა თვალს სამუშაოსთან დაკავშირებული ნივთები არ ხვდება, ტვინი დასვენებაზე უფრო ადვილად გადაერთვება.

-2

4. მოერიდეთ ნიშებს და აგრესიული შინაარსის ნახატებს

დადებითი ენერგიის მატარებელ ბინაში რაც შეიძლება ნაკლები  ნიშები და კედლის შვერილები უნდა იყოს. ეს ადგილები ბევრ მტვერს და უსარგებლო ნივთებს იზიდავენ. თუ მათი თავიდან აცილება შეუძლებელია, ეცადეთ ახლოს განათების წყაროები მოათავსოთ. ბევრი ადამიანი მისაღებს სურათებით ამშვენებს — ამ შემთხვევაშიც სიფრთხილეა საჭირო. მოერიდეთ აგრესიული ან დეპრესიული შინაარსის გამოსახულებებს. მორბენალი ცხენების რემა, მოღრუბლული ცა, მტაცებელი ნახტომისთვის ემზადება, მტირალი ქალი ან გარდაცვლილი ნათესავების პორტრეტები თქვენს სახლს სიმშვიდეს ვერ მოუტანენ, სტრესი კი შეიძლება გამოიწვიონ.

5. დაამატეთ სინათლე

სწორი განათება ოთახში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. იდეალურია, თუ თქვენს ბინას დიდი ფანჯრები აქვს — მთავარია, მძიმე ფარდები მოაშოროთ. თუ ოთახში ბუნებრივი განათება ცუდად აღწევს, მდგომარეობის გამოსწორება ლამპებითა და კედლის სანათებით შეიძლება. ყურადღებით შეარჩიეთ განათება თითოეული ოთახისთვის: ფენ-შუი გვირჩევს საძინებელში რბილი, გაფანტული შუქი შევარჩიოთ, დანარჩენი ოთახები კი რაც შეიძლება მეტად გავანათოთ. საწოლის თავები, კარის ღიობი ან ბნელი კუთხეები შეგიძლიათ დამატებით, ელემენტებზე მომუშავე გირლანდებით გააფორმოთ.

6. გამოიყენეთ სარკეები და მცენარეები

ჩინელები წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ჩვენც იგივეს გვირჩევენ. პირველ რიგში, ეს სარკეებს ეხება. ფენ-შუის მიხედვით, არ შეიძლება, რომ სარკე საწოლის პირდაპირ იყოს განთავსებული — ეს ადამიანის ენერგიას ასუსტებს. სამაგიეროდ, შესასვლელი კარის პირდაპირ სარკის დაკიდება ძალიან კარგია. სარკე, სადაც მთელი სხეული მოჩანს, ადამიანებს სიმშვიდისა და კომფორტის განცდას უქმნის. 

ფენ-შუის მიხედვით ქოთნის მცენარეები ადამიანის ნამდვილი მეგობრები არიან. ისინი განწყობას გვიუმჯობესებენ და დადებით ენერგიას გვიზიარებენ. განსაკუთრებით კარგია მცენარე ძირს დაშვებული ტოტებით, თუმცა, ის საძინებელში არ უნდა განათავსოთ. მნიშვნელოვანია ოთახი მცენარეს დაჭკნობილი ყვავილები და გამხმარი ფოთლები დროულად მოაშოროთ.

-4

7. დაზღვევა

ფენ-შუის მარტივი პრინციპების დაცვა ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის ფინანსურ მხარეზე დადებითად აისახება. ფინანსური კეთილდღეობის კიდევ ერთი საშუალება უძრავი ქონების დაზღვევაა. უსიამოვნებები შეიძლება როგორც ბინის მფლობელს, ისე ქირით მაცხოვრებლებს შეიძლება შეემთხვეს. რისკების შესამცირებლად და ზარალის ასარიდებლად, დაზღვევაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა