24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
დღეს შეხვდებით ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები და ხედვები გაქვთ. შეიძლება ეს დღე გადამწყვეტი აღმოჩნდეს — მალე დარწმუნდებით, რომ სწორ გზაზე დგახართ და ახალ ნაცნობები თქვენს მომავალ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. თუ ბოლო დროს ურთიერთობაში დაძაბულობა გაჩნდა, დღეს შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი გამოასწოროთ. ყველაფერი სწორედ მაგაზე მიანიშნებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფრთხილად იმოქმედოთ - სამსახურში ერთ უმნიშვნელო შეცდომას შეიძლება ფინანსური ზარალი მოჰყვეს.
კურო
ამ დღეს ბედი თქვენს მხარესაა. წარმატებით დაასრულებთ მნიშვნელოვან საქმეს, რაც საშუალებას მოგცემთ დიდი ხნის წინ გადადებული გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება მიიღოთ წინადადება ერთად ყოფნის შესახებ. პროფესიული თვალსაზრისითაც კარგი დღეა — ხელმძღვანელობისგან მიიღებთ პასუხს, რომელსაც დიდხანს ელოდით და იგრძნობთ, რომ თქვენს ძალისხმევას აფასებენ. ასევე შეიძლება მიიღოთ შეთავაზება, რომელიც თავდაპირველად სარისკოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ მალ მიხვდებით, რომ კის მომგებიანი და პერსპექტიულია.
ტყუპი
ძველი პრობლემის გადაჭრა თქვენს თვითშეფასებას ძალიან წაადგება და პოზიტიურ ცვლილებებსაც გამოიწვევს. ცდილობთ თავი აარიდოთ ადამიანთან შეხვედრას, რომელმაც ოდესღაც გული გატკინათ. შესაძლოა, მან ბოდიშის მოხდაც სცადოს, მაგრამ თქვენთვის მომხდარი იმდენად მტკივნეულია, რომ მეკორედ აღარ გარისკავთ. ფრთხილად — შესაძლებელია, ამ დღეს მნიშვნელოვანი ნივთები ან ფული დაკარგოთ.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება შეხედულება შეგეცვალოთ ადამიანზე, რომელიც თქვენი ერთგული მეგობარი გეგონათ. ეს ტკივილიანი, მაგრამ სასარგებლო გამოცდილება იქნება —ყალბი ურთიერთობისგან განთავისუფლდებით და დაინახავთ, რომ ლამაზი სიტყვები ყოველთვის გულწრფელობას არ ნიშნავს. სანამ საყვარელ ადამიანს ღალატში დაადანაშაულებთ, დარწმუნდით, რომ პარანოია არ გაქვთ. სამსახურში დღე მშვიდად, თუმცა მოსაწყენად ჩაივლის. ნუ აიღებთ სარისკო სესხს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირობებიც არასახარბიელოა.
ლომი
ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრა გელით — თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. არსებობს შანსი, რომ სხვისი ვალდებულებების შესრულება მოგიწიოთ ან უსიამოვნო შეტყობინება მიიღოთ. უახლოეს დღეებში შეიძლება არაერთი შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ზოგი მათგანი საზიანო იქნება. ეცადეთ სიტუაცია კარგად შეისწავლოთ, რომ არ დაკარგოთ ის, რაც უკვე გაქვთ.
ქალწული
ყურადღება მიაქციეთ შინაგან ხმას — ის მნიშვნელოვანი მინიშნებების მომტანია. თუ თავს გადაღლილად გრძნობთ, დროა დაისვენოთ. შესაძლოა თქვენი გარემოცვიდან ვიღაც დახმარებას გთავაზობთ — ნუ უარყოფთ, მხარდაჭერა ახლა ძალიან დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობაში მოსალოდნელია ურთიერთობის გარკვევა. იყავით გულწრფელი და საყვარელ ადამიანს ყურადღებით მოუსმინეთ, ეს დიალოგი ურთიერთობას გააძლიერებს. თავი შეიკავეთ დიდი ხარჯებისგან — დღეს ამის დრო არაა.
სასწორი
ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოთ ან უკვე დაწყებული საქმიანობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. შემოქმედებითი მუხტი მაღალია — ეცადეთ ეს დრო ინსპირაციისთვის გამოიყენოთ. გრძნობებში სიმშვიდეა, თუმცა დროა საკუთარ თავს ჰკითხოთ -ამ ურთიერთობით კმაყოფილი ხართ? ამ კითხვაზე პასუხი ბევრ რამეს გადაწყვეტს. შესაძლოა, მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ ან რაღაცა, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ, უკან დაგიბრუნდეთ.
მორიელი
ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გაძლიერებულია. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც სხეული გიგზავნით. შესაძლოა ოცნების ასრულების დრო დადგა, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობაც მოგემატებათ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ უკვე მზად ხართ სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად. ეს შეიძლება ერთად ცხოვრება ან უბრალოდ გრძნობებზე გულახდილი საუბარი იყოს. სამსახურში ვიღაც თქვენს პროვოცირებას - სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ აჰყვებით. თქვენი თავდაჭერილობა საბოლოოდ გამარჯვებას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
საუკეთესო დროა ახალი მიზნების დასახვისა და გარემოს შეცვლისთვის. მარტოხელა მშვილდოსანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, გვერდით ჰყავს და აქამდე ვერ ამჩნევდა. სამსახურში საინტერესო წინადადება ან ახალი, პერსპექტიული იდეა გელით. საქმიანი პარტნიორებისგან შეიძლება მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღოთ.
თხის რქა
ამ დღეს შეიძლება ისეთი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ, რომელიც თავიდან დამთრგუნველად მოგეჩვენებათ, მაგრამ მალე მასში საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას დაინახავთ. გირჩევთ სამსახურში ვალდებულებები თანაბრად გაანაწილოთ და თავი ზედმეტად არ დაიტვირთოთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა, გული უნდა გადაუშალოთ და საკუთარ განცდებზე ესაუბროთ - მას იმის გაგება სჭირდება, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. თავი შეიკავეთ იმპულსური შესყიდვებისგან.
მერწყული
შესაძლოა ძველმა პრობლემამ, რომელიც ბოლომდე არ მოგვარდა, ისევ თავი შეგახსენოთ. ამ დღეს მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე ან გულწრფელი აღიარება, რომელიც დიდ სიხარულს მოგიტანთ. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ - შესაძლოა, კოლეგამ თქვენი იდეის მითვისება სცადოს. დაიცავით საკუთარი მიღწევები მითვისებისგან.
თევზები
შესანიშნავი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და სიყვარულისთვის. შეიძლება მოულოდნელად მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც დიდი ხნის გაუგებრობას გაარკვევს. პირად ურთიერთობაში მეტი სიმშვიდეა და წინდახედულებაა საჭირო — დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ემოციური კავშირი გაჩნდება. აუცილებელი არაა, რომ ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდოს, თუმცა სულიერი კავშირი ნამდვილად იქნება.