თეგებით ძიება

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ. იდეალური დროა ინიციატივის გამოსავლენად როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. გარშემო მყოფებს თქვენი ახალი იდეები მოეწონებათ, ამიტომ მათთვის გაზიარება ნუ შეგეშინდებათ. გამოიყენეთ თქვენი პიროვნული ხიბლი და თავდაჯერება, რომ სხვებიც შთააგონოთ. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობამ შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოიტანოს და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაგეხმაროთ.

კურო 

ხელსაყრელი დროა ფინანსურ მდგომარეობაზე ფიქრისათვის. იქნებ ოჯახური ბიუჯეტს გადახედოთ ან ფული ისეთ საქმეში დააბანდოთ, რაც მომავალში შემოსავალს მოგიტანთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და დაისვენეთ, რომ სამომავლო წარმატებებისთვის ძალები აღიდგინოთ. ეცადეთ მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობა იპოვოთ, რომ სტრესი და გადაღლილობა თავიდან აიცილოთ.

ტყუპები 

ამ დღეს მთელი ყურადღება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე გაქვთ გადატანილი. სურვილის შემთხვევაში, ახალი ნაცნობების გაჩენას და ძველი კავშირების განმტკიცებას შეძლებთ. იყავით ღია ახალი იდეებისა და მოსაზრებებისთვის და  ეს საინტერესო შესაძლებლობებს მოგიტანთ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომ მეგობრებსა და კოლეგებთან საკუთარი აზრები გაუზიაროთ — შესაძლოა, ეს გეგმების განხორციელებაში დაგეხმაროთ. მეგობრების მხარდაჭერა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

კირჩხიბი 

ეცადეთ, რომ ეს დღე თვითგანვითარებას დაუთმოთ. წიგნების კითხვა, შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობა ან ახალი ცოდნა შთაგონებას მოგიტანთ. ახლობელი ადამიანები არ დაივიწყოთ, რადგან მათ ახლა ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ  — ეს თქვენს ურთიერთობებს გააძლიერებს და ერთმანეთის უკეთ გაგებას შეძლებთ. იფიქრეთ იმაზეც, როგორ შეიძლება, რომ საკუთარ ცხოვრებაში მეტი სასიკეთო ცვლილებება შეიტანოთ.

ლომი 

თქვენი პიროვნული ხიბლი და თავდაჯერება წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი, რომანტიკული ნაცნობობა, მაგრამ ამისთვის ლამაზად უნდა ჩაიცვათ და სახლიდან გარეთ გახვიდეთ. გამოიყენეთ თქვენი უნარები, რომ გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოთ და გული მოიგოთ. ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენა ნუ შეგეშინდებათ, მით უმეტეს, თუ მეორე მხრიდანაც დაინტერესებას გრძნობთ.

ქალწული 

ამ დღეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ. შესაძლოა სამსახურის და სახლის პრობლემების ერთდროულად მოგვარება მოგიწიოთ. ორგანიზებულობა და სიზუსტე დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ და სასურველ შედეგს მიაღწიოთ. ნუ გადაიღლებით  — აუცილებლად გამოყავით დრო დასვენებისა და ძალების აღსადგენად, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

სასწორი 

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. იდეების სხვებისთვის გაზიარება ნუ შეგეშინდებათ. თქვენმა შემოქმედებითმა იდეებმა შეიძლება  გარშემომყოფებისგან მხარდაჭერა მიიღონ. ეცადეთ საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ — ეს შინაგან ჰარმონიას გაპოვნინებთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე და დაავადების სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს მიმართეთ. 

მორიელი 

ამ დღეს შეიძლება საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის სურვილი გაგიჩნდეთ. სცადეთ გააცნობიეროთ სინამდვილეში რა გინდათ.  ეს დაგეხმარებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობები გააუმჯობესოთ.  თქვენი გულწრფელობა და ურთიერთობის გაუმჯობესებში დაგეხმარებთ. 

მშვილდოსანი 

ამ დღეს შესაძლოა მოგზაურობაზე ან სწავლაზე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. გირჩევთ ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ თვალსაწიერი გაიფართოვოთ და რამე ახალი ისწავლოთ. ეს დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ და საშუალებას მოგცემთ სამყაროს სხვა თვალით შეხედოთ. მზად იყავით ახალი თავგადასავლებისთვის და კომფორტის ზონის დატოვების ნუ შეგეშინდებათ. 

თხის რქა 

ხელსაყრელი დღეა საკუთარ მიზნებსა და სურვილებში გარკვევისთვის.  სცადეთ მიხვდეთ რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ოცნებების რეალობად ქცევა როგორ შეგიძლიათ. გამონახეთ დრო  თვითგანვითარებისთვის — ეს კმაყოფილებას მოგიტანთ და სწორ გზაზე დაგაყენებთ. ყურადღება პრიორიტეტებზე გაამახვილეთ და ნურც გეგმების გადახედვის შეგეშინდებათ, თუ ისინი თქვენს სურვილებს აღარ შეესაბამება.

მერწყული 

ამ დღეს  ახალი იდეებითა და შთაგონებით სავსე ხართ. გარშემო მყოფებისთვის საკუთარი იდეების გაზიარებამ შეიძლება  საინტერესო თანამშრომლობასა და ახალ პროექტებს გზა გაუხსნას. იყავით ღია ახალი შესაძლებლობებისთვის და გამოიყენეთ ყველა შანსი, რაც შეიძლება დღეს მოგეცეთ.

თევზები 

ეს დღე ხელსაყრელია ინტუიციური გადაწყვეტილებების მისაღებად. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და მისი კარნახით იმოქმედეთ. დრო დაუთმეთ მედიტაციას ან ბუნებაში დასვენებას, რათა შინაგანი წონასწორობა აღიდგინოთ. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებას და რჩევისთვის გამოცდილ კოლეგებს მიმართეთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა