თეგებით ძიება

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს პასუხისმგებლობის აღება მოგიწევს იმაზე, რაც არ გაგიკეთებია. ნამდვილ დამნაშავეს იცნობ, მაგრამ მასთან დაპირისპირებას სჯობს იფიქრო, როგორ მართო ეს სიტუაცია ისე, რომ სარგებელი მიიღო. ვიღაც ჯერ კიდევ ვერ გივიწყებს და ცდილობს გული გადაგიშალოს. შეიძლება მოგეჩვენოს, თითქოს იდეალური დროა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებებისთვის, თუმცა არსებობს რისკი, რომ ამ საქმემ მოგება ძალიან გვიან ან საერთოდ ვერ მოგიტანოს. 

კურო

ერთმანეთის მსგავსი დღეები, ერთი და იგივე ადამიანებთან ურთიერთობა.. ერთფეროვნებამ ძალიან დაგღალა და ცვლილებების სურვილს ისე მძაფრად გრძნობთ, როგორც არასდროს. უეცრად დაგეგმილი ხანმოკლე მოგზაურობა და გაზაფხულის სურნელი ახალი თავგადასავლებისკენ გიბბიძგებთ.  ამ დღეს სადაც არ უნდა გამოჩნდე, ყველას ყურადღებას მიიქცევ. უცნობ ადამიანთან შეხვედრა პირად ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, ამიტომ სახლში არ უნდა ჩაიკეტო. ამ დღეს შეგიძლია აისრულო ოცნება, რომელიც ადრე მიუღწეველი გეგონა, რაც გონივრულად დაგეგმილი ბიუჯეტის შედეგია.

ტყუპები

შენი ენერგია დღეს ადამიანებზე მაგიურად მოქმედებს - ყველაფერი შენს სიტყვებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. თუ ნამდვილი სიყვარულის ძიებაში ხარ  ამ დღეს რისკზე უნდა წახვიდე. შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდე, მაგრამ სჯობს თავი შეიკავო და სხვის საქმეებში არ ჩაერიო. თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთის შეძენისგან, რომელსაც მალე კარადაში შეინახავთ და სამუდამოდ დაივიწყებთ. 

კირჩხიბი

მოემზადე დაძაბული დღისთვის, რომელიც შენს მოთმინებას გამოცდის. სხვა ადამიანების კამათში ნუ ჩაერევი, თორემ ეს  ვითარებას გაამწვავებ და საბოლოოდ ორივე მხარე ყველაფერს შენ დაგაბრალებს. პროფესიულ საქმიანობაში ახალი იდეა ან პროექტი შენს მომავალს მთლიანად შეცვლის. ფინანსურადაც გაგიმართლებს — ინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება,  რაც მომავალში მოგებას და სტაბილურობას მოგიტანს.

ლომი

დღეს საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი ხარ. დროა,  საკუთარი თავის მიმართ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება შეცვალო.  შეჩერდი, ღრმად ამოისუნთქე და დააფასე ყველაფერი, რაც გაქვს. სინამდვილეში ბევრისთვის შენ  მისაბაძი მაგალითი ხარ. პირად ცხოვრებაში არ მოგერიდოს გულწრფელად გამოხატო, რაც გაწუხებს — ეს ურთიერთობებს გააძლიერებს. სამსახურში ყურადღებით იყავი — მცირე შეცდომაც კი მომავალში შენს კარიერაზე დიდ გავლენას მოახდენს. დროა, საკუთარი თავისთვის რაღაც სასიამოვნო გააკეთო.

ქალწული 

ეს დღე წვრილმანი გაუგებრობებით დაიწყება — შეიძლება ვიღაცის სიტყვები არასწორად გაიგო ან შენი სიტყვები გაიგონ არასწორად. ამ ფონზე მცირე კამათიც მოსალოდნელია, თუმცა თუ მოთმინებას გამოიჩენთ, საღამოს ყველაფერი სასიამოვნო საუბრით და შეთანხმებით დასრულდება. პირად ცხოვრებაში ეცადე პარტნიორთანაც და საკუთარ თავთანაც გულწრფელი იყო და გახსოვდეს, რომ ყველა ტყუილს ადრე თუ გვიან, ფარდა აეხდება.  ფინანსურ სფეროში სიფრთხილე გმართებს —მნიშვნელოვანი გადასახადები არ გადადო და კარგად გადაამოწმე ყველაფერი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

სასწორი

როგორც არ უნდა ეცადოთ, ყოველთვის ყველას მოლოდინს ვერ გაამართლებ. შეიძლება ვიღაც შენგან მეტს ითხოვს, ვიდრე შეგიძლია მისცე. შენთვის  შინაგანი ბალანსი და სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ გრძნობ, რომ ვიღაც ენერგიას გაცლის, უკან დაიხიე. პირად ურთიერთობაში დღეს სასიამოვნო სიახლე გელის. ფინანსურ სფეროში ცოტა გაურკვევლობაა . დროა ფინანსური მიზნები დაისახო და მათკენ სვლა დაიწყო.

მორიელი

დღეს თქვენს მოთმინებას სერიოზულ გამოცდა ელის.  დაძაბულობა, სტრესი და გაუგებრობები გაიძულებთ, ურთიერთოობები შეზღუდოთ და საკუთარ ფიქრებთან განმარტოვდეთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. 

დილის საათებში თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ, მაგრამ დღის დასასრული რაც უფრო მიახლოვდება, პროფესიულ მოვალეობებთან გამკლავება მით უფრო გაგიჭირდებათ, რადგან აზრებით უკვე სხვაგან იქნებით.

მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ვიღაც ცდილობს სარისკო ნაბიჯის გადადგმისკენ გიბიძგოთ, მაგრამ თავაზიანი უარი უნდა თქვათ — ეს არ არის  წინადადება, რომელიც თქვენს ყურადღებას ან ძალისხმევას იმსახურებს.

მშვილდოსანი

მოულოდნელი მოვლენები დილიდან სიმშვიდეს დაგირღვევს და კარგ განწყობას მხოლოდ პოზიტიური გავლენის მქონე ადამიანთან შეხვედრა დაგიბრუნებთ. დღის ბოლოს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებათ და დილის პრობლემებს დაივიწყებთ.

თქვენი მოთმინება და მზრუნველობა სასურველ შედეგს გამოიღებს. ყველაფერი მიანიშნებს, რომ კრიზისი უკვე წარსულს ბარდება. ერთადერთი საფრთხე – დიდხანს ფიქრის გამო შეიძლება გადაწყვეტილების მიღება დააგვიანოთ.

თხის რქა

დღეს მართლაც იღბლიანი დღეა თუ წუწუნით არ გააფუჭებთ. თუ გრძნობთ, რომ საუბრის თემა დისკომფორტს იწვევს, უმჯობესია არ განაგრძოთ. შესაძლოა, ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ, თუმცა გაუგებარია, ეს მხოლოდ ფლირტია თუ ღრმა ურთიერთობის დასაწყისი.

ამ დღეს სავსე ხართ ახალი იდეებით, რომლებიც თქვენს საქმეს ან ბიზნესს მომგებიანი მიმართულებით წაიყვანს. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

მერწყული

იმ ადამიანთან მოულოდნელი შეხვედრა, ვისთანაც ურთიერთობა  დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ, შერიგებით და ურთიერთობის განახლებით დასრულდება.  ეს ურთიერთობა ოდესღაც ღირებული იყო თქვენთვის და შეიძლება ისევ გახდეს.

ამ დღეს შეიძლება ფლირტი დაიწყოს, რომელსაც განვითარების პოტენციალი ექნება. უსმინე შინაგან ხმას — ის სწორი გადაწყვეტილებებისკენ გაგიძღვებათ. 

მოულოდნელი ფულადი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ და განახორციელოთ ის, რაც აქამდე ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძელით.

თევზები

მოემზადეთ დღისთვის, რომელიც თქვენს სიმშვიდეს დაარღვევს. სირთულეებს ნუ გაექცევით — პირიქით, თამამად შეხვდით და არ მისცეთ უფლება, რომ თქვენს გადაწყვეტილებებზე იმოქმედონ. 

დღეს იგრძნობთ, რომ გრძნობა, რომელიც მკვდარი გეგონათ, ისევ ცოცხლობს  და ეს დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. გეგონათ, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სიყვარულის ახალი ეტაპია. ერთ-ერთი საქმე შეიძლება თქვენთვის მეტისმეტად დამღლელი აღმოჩნდეს, ამიტომ დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა