„მსოფლიოსთვის 2025-2026 წლები ყველაზე რთული და დაძაბული იქნება“ - როგორ გავაუვნებლოთ ცეცხლოვანი ცხრიანი?
რა არის ცეცხლოვანი ცხრიანი, რა ელის საქართველოს და მსოფლიოს უახლოეს მომავალში და როგორ დავიცვათ თავი? - ამ და სხვა თემბეზე TIA.GE-ს ფენ-შუის სპეციალისტი სალომე ყიფიანი ესაუბრა.
– დავიწყებ იმით, რომ ჩინური ასტროლოგია 20 წლიან პერიოდებად იყოფა. სულ 9 პერიოდია და თითოეულს თავისი ციფრი და ელემენტი აქვს: 1-ლი წყალია, მე-2 - მიწა, მე-3 და მე-4 ხის ელემენტი, მე-5 მიწაა, მე-6 და მე-7 ლითონი, მე- 8 - მიწა და მე - 9 - ცეცხლი. 2024 წელს მეცხრე პერიოდი დაიწყო, რომლის ელემენტი ცეცხლია, ამიტომ 2044 წლამდე მმართველი ცეცხლის ენერგია იქნება.
_ ეს კარგია თუ ცუდი?
_ ზოგადად, ცხრიანი წარმატების ციფრია. ტელეფონის ნომერში იქნება თუ მანქანის ნომერში, მას ყველგან წარმატება მოაქვს. ახალ მთვარეზე 9 ცალი ლარიანი რომ პატარა ტომარაში ჩადოთ და შეინახოთ, მთელი წლის ბარაქის თილისმა გექნებათ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცეცხლოვან ეპოქაში ყველაზე მეტი კონფლიქტი ხდება. 2026 წელს აგრესია მოიმატებს, რადგან ეს ცხენის წელია, ცხენი კი ცეცხლოვანი ნიშანია და მეცხრე პერიოდში ვართ. ამდენი ცეცხლოვანი ცხრიანი შურის, აგრესიის და სიძულვილის მომატებას გამოიწვევს. თუ მსოფლიოში რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, 2025-2026 წლებში მოხდება. ეს გარდამტეხი პერიოდია, მერე შეიძლება ვითარება ჩაწყნარდეს და ბარაქამ მოიმატოს იმიტომ, რომ ცეცხლის ელემენტი ბარაქის გააქტიურებასაც იწვევს. ცეცხლის ენერგიას ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი კეთილად. თუ ადამიანები აგრესიას არ აჰყვებიან, მშვიდად იქნებიან და ცეცხლის ელემენტს სწორად გამოიყენებენ, მაშინ ბარაქაც ექნებათ და წარმატებებსაც მიაღწევენ. ცეცხლის პერიოდში ძალიან კარგია წყლის ელემენტის გამოყენება.
_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ, წყლის ელემენტი როგორ გამოვიყენოთ?
- შეგიძლიათ სახლში წყლის აკვარიუმი დადგათ, რომელიც ცეცხლს გაანეიტრალებს. 2025 წელი გველის წელია. გველი ქალურ სიბრძნესთან ასოცირდება. ქალი კარგი ენერგიის მატარებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო დროს, ქალები კაცებს დაემსგავსნენ - აგრესიულები გახდნენ, ბილწსიტყვაობენ და ინის ენერგია ძალიან იკარგება. კაცი არის ბრძოლა და დაცვა, ქალი კი აწონასწორებს, რომ ეს მამაკაცური ბრძოლა რაღაც ცუდში არ გადაიზარდოს. ქალური ინის გაქრობა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწვევს. ქალმა თავისი სინაზე და სიმშვიდე, თავისი გაწონასწორებული ენერგია უნდა დაიბრუნოს და ილოცოს. ქალს უნდა ახსოვდეს, რომ ყველაზე ცუდი ადამიიანის დაწყევლაც კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს ცუდი ენერგია უკან დაუბრუნდება.
- ცეცხლოვან პერიოდში აგრესიისგან რომელი ქვები და კრისტალები დაგვიცავენ?
- ამ დროს კვარცის ოჯახის კრისტალები ოჯახში ენერგიასაც გაწმინდავენ, ცეცხლოვან ენერგიასაც მოაწესრიგებენ და დამცავის როლსაც შეასრულებენ. ამეთვისტო ოჯახის სიმტკიცისთვის საუკეთესო ქვაა. თუ მას ცოლ-ქმრის ოთახში განათავსებთ ღალატის სურვილს სამუდამოდ გააქრობს. ასევე ძალიან კარგია სელენიტი. ეს უძლიერესი მინერალია ენერგიას ასუფთავებს და მფარველ ანგელოზთან გაკავშირებს. ძალიან კარგი ქვაა ასევე აქატი. ძველად საქართველოში აქატს ჩვილ ბავშვს აკვანზე უმაგრებდნენ. ეს ძლიერი, დამცავი ქვებია და სახლში უნდა შეიტანოთ. გახსოვდეთ, რომ თუ სადარბაზო ჭუჭყიანია, კარის საკეტი გაფუჭებული, ნათუნა გადამწვარი და ლიფტი ჭუჭყიანი, სახლში კარგი ენერგია არ იქნება. სახლში ენერგია სადარბაზოდან შემოდის.
და ბოლოს, 2026 წელს ორმაგი აგრესია მოდის და მანამდე, ახლა თუ არ მოილაპარაკეს ადამიანებმა, სიბრძნე, სიმშვიდე და წინდახედულება თუ არ გამოიყენეს, ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოგვიბრუნდეს. 2026 წელი ძალიან „ცხელი“ იქნება, თუმცა საქართველო ყველა გამოწვევას შედარებით ადვილად გადაურჩება. შინაგანი ბრძოლები და პატარა პრობლემები იქნება, მაგრამ შიმშილობა და ომი საქართველოს არ ელის.