თეგებით ძიება

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძების უმეტესობისთვის ეს დღე უკეთესად დასრულდება, ვიდრე დაიწყება. დილა საკმაოდ დაძაბული იქნება - თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ზოგი გეგმა ჩაიშლება, რასაც ძალიან განიცდით. სამსახურში ქაოსისა და აურზაურის გამო დღის განრიგის შეცვლა რამდენჯერმე მოგიწევთ. რაც უფრო მალე შეძლებთ ძალის მოკრებას და მიმდინარე პროცესების კონტროლს, მით უფრო სწრაფად მიიღებთ სარგებელს. 

კურო

 შესანიშნავი დღეა, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებაში  წესრიგი დაამყაროთ. ამ დღეს შეძლებთ უკეთ გააცნობიეროთ,  რა არის თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი და დრო და ენერგია რაზე არ უნდა დაკარგოთ. ეცადთ მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. შუადღის შემდეგ ენერგია და მოქმედების სურვილი შესამჩნევად მოიკლებს, ამიტომ ეს დრო საკუთარ თავზე ზრუნვასა და დასვენებას დაუთმეთ.

ტყუპები

ამჟამად ახლობელ ადამიანებს თავიანთი პრობლემები აქვთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.  შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ერთგუმა მეგობრებმა გიღალატეს, ხოლო თქვენი ბოლოდროინდელი ძალისხმევა უშედეგო იყო. სინამდვილეში ყველაფერი ასე ცუდად არ არის — უბრალოდ, შესაძლოა საკუთარ თავზე და სხვებზე ზედმეტად მაღალი მოთხოვნები გაქვთ.

კირჩხიბები

კირჩხიბებისთვის საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ სახლის მოწესრიგებაზე იზრუნონ, გემრიელი კერძები მოამზადონ და საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ოჯახური გარემო დაგეხმარებათ სტრესისგან გათავისუფლდეთ და აზრები დაალაგოთ. მიეცით თავს უფლება, რომ ცოტა ხნით სამსახურის საქმეები დაივიწყოთ, მოდუნდეთ და უბრალოდ სიმყუდროვით  დატკბეთ.

ლომები

შესანიშნავი დღეა ქალაქგარეთ გასეირნების ან მოგზაურობისთვის. თუ შორს წასვლის დრო ან საშუალება არ გაქვთ, ახლომდებარე პარკში ან სახლის მახლობლად გაისეირნეთ. წარმატებული იქნება ნებისმიერი საქმე, რომელიც გადაადგილებას ან ტრანსპორტს უკავშირდება. თამამად შეგიძლიათ ავტომობილი  შეიძინოთ ან მისი შეკეთება დაიწყოთ. დილით მნიშვნელოვან სიახლეს მიიღებთ, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რა მიმართულებით იმუშაოთ მომდევნო კვირაში.

ქალწული

საკმაოდ ნაყოფიერი დღეა. განსაკუთრებული წარმატება მას ელის, ვინც დაგეგმილი საქმეების დილით დასრულებას შეძლებს - ეს დღის ყველაზე წარმატებული პერიოდია. საღამოს შესაძლოა მცირე სირთულეებმა დაგეგმილი საქმეების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. მშვენიერი დროა საქორწინო წინადადების ან ოჯახის გაერთიანებისთვის. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

სასწორი

ეს დღე შემოქმედი ადამიანებისთვის განსაკუთრებით იღბლიანი იქნება. თუნდაც შემოქმედი არ იყოთ,  სხვა ადამიანების შემოქმედებით ნიჭზე დაკვირვება მაინც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ — ეწვიეთ თეატრს, გამოფენას ან კინოს. პროფესიული  საქმიანობა სტაბილურად წარიმართება, თუმცა განსაკუთრებულ სიურპრიზებს ნუ დაელოდებით. საღამო უმჯობესია სახლს გარეთ გაატაროთ.

მორიელი

ამ დღეს ვარსკვლავები მცირე მინიშნებებს გიგზავნიან. თუ გსურთ, რომ სამყაროს კითხვით მიმართოთ, დიდი შანსია, რომ პასუხი მიიღოთ. კოსმოსსა და ადამიანებს შორის კავშირი სტრესულ სიტუაციებში განსაკუთრებით მკაფიო იქნება. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს  — ბევრი მათგანი წინასწარმეტყველური იქნება. სხვა ადამიანების კონფლიქტში ნუ ჩაერევთ, მით უმეტეს, რომ ამისთვის მადლობას არავინ გეტყვით. 

მშვილდოსანი

ამ დღეს მთელი ყურადღება მნიშვნელოვან მიზანზე უნდა გადაიტანოთ. წარმატების მიღწევაში სწორედ ერთ კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირება დაგეხმარებათ. შუადღეს მოსალოდნელია თავის ტკივილი ან გულთან დაკავშირებული პრობლემის გამწვავება, თუმცა საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოერიდეთ უცნობი ადგილების მონახულებას და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, საღამო სახლში, ოჯახის წევრებს შორის გაატაროთ. 

თხის რქები

დღეს ბევრი თხის რქა  წარსულის შეცდომების შედეგებს მთელი სიმწვავით იგრძნობს. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მტრულ ნოტაზე დაასრულეთ. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული — იმის შანსი, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, ახლა გაცილებით მაღალია.

მერწყული

ამ დღეს მერწყულების უმრავლესობა ცვლილებების მოახლოვებას იგრძნობს. ზოგისთვის  ეს მოსალოდნელი და სასურველი იქნება, ზოგისთვის კი უსიამოვნო სიურპრიზი. ნებისმიერ შემთხვევაში, მალე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, თუნდაც ისინი თავდაპირველად უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ.

თევზები

ვიღაც შეიძლება ეცადოს, რომ თავისი პრობლემების მოგვარებაში ძალით ჩაგითრიოთ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ დახმარების პირობა თუ ამის გაკეთება არ გსურთ. დილით შეიძლება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები მიიღოთ — მაგალითად, ვიღაცამ დაგიბრუნოთ ძველი ვალი, რომლის არსებობაც უკვე დაგავიწყდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა