თეგებით ძიება

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია

Numbeo-მ 126 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი 4.71 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ყირგიზეთშია და 23 ცენტს უტოლდება.

5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:

შვეიცარია - 4.71 დოლარი;

ლუქსემბურგი - 3.98 დოლარი;

ბაჰრეინი - 3.98 დოლარი;

ალბანეთი - 3.45 დოლარი;

გაიანა - 3.35 დოლარი.

ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:

ყირგიზეთი - 23 ცენტი;

ფილიპინები - 27 ცენტი;

ტაჯიკეთი - 28 ცენტი;

მოლდოვა - 29 ცენტი;

ინდოეთი - 29 ცენტი.

რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 93-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების საშუალო ფასი საქართველოში 73 ცენტს შეადგენს.

უფრო დეტალურად, რეგიონის ქვეყნების მონაცემები ასე გამოყურება:

თურქეთი - 94-ე ადგილი, 73 ცენტი;

აზერბაიჯანი - 101-ე ადგილი, 59 ცენტი;

რუსეთი - 108-ე ადგილი, 42 ცენტი.

სომხეთი - 116-ე ადგილი, 31 ცენტი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა