თეგებით ძიება

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

იდეალური დღეა ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად, თანამშრომლობის დასაწყებად ან თანამოაზრეების საპოვნლად. ბევრი ვერძი მომგებიანი და პერსპექტიული გარიგების გაფორმებას ან ისეთი კავშირის დამყარებას შეძლებს, რომელიც მომავალში დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის. რთული საქმეები უმჯობესია პარტნიორთან ერთად მოაგვაროთ, პირად საკითხებზე კი ყველაზე ახლობელ ადამიანს დაელაპარაკოთ.

კურო

ეს დღე ბევრ ახალ შესაძლებლობას გპირდებათ. კარიერული წინსვლა, დამატებითი შემოსავალი ან მომგებიანი შენაძენი — ბევრი ისეთი შანსი გაჩნდება, რაც ადრე თითქმის შეუძლებელი გეჩვენებოდათ. საბოლოო შედეგი თქვენს სიმამაცეზე იქნება დამოკიდებული - შეძლებთ, რომ ბედი თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ, თუ შანსს  ხელიდან გაუშვებთ?

ტყუპები

ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ ამ დღეს პასუხისმგებლობის თავიდან არიდება არ გამოგივათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი ფიქრები მაინც სამუშაოს და ოჯახის წევრების გარშემო იტრიალებს.  ეცადეთ, გამონახოთ დრო ვარჯიშისა და დასვენებისთვის. გირჩევთ, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით მეტი დრო გაატაროთ და ერთმანეთი დადებითი ენერგიით დამუხტოთ, რაც მომავალ კვირაში ძალიან დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს დღე სხვა ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან იქნება დაკავშირებული. სამსახურის ხელმძღვანელი ან ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ, სადაც არჩევანის თავისუფლება თითქმის არ გექნებათ. ეცადეთ შექმნილ ვითარებას შეეუოთ და  აქედან  მაქსიმალური სარგებელი ნახოთ. საღამოს მოსალოდნელია არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ახლახან შეძენილ ნივთს უკავშირდებოდეს.

ლომი

ამ დღეს შეგიძლიათ ერთგული ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, ამიტომ სჯობს მნიშვნელოვანი და მასშტაბური საქმეების განხორციელებას შეუდგეთ. თუ მთელ დღეს სახლში გაატარებთ, შეიძლება ხელიდან გაუშვათ შანსი, რომელსაც ვარსკვლავები გთავაზობენ. მოეშვით ძველ პრობლემებზე ფიქრს — ჯობია ყურადღება ახალზე გადაიტანოთ.

ქალწული

ქალწულების უმრავლესობა ამ დღეს ახლობლებზე ან გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებზე ზრუნვას მიუძღვნის.  ეცადეთ ბოლოდროინდელი მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ — შესაძლოა თქვენი მხრიდან ვინმეს დაცვის ან გამართლების მცდელობა უსაფუძვლო აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ. ახალი ნაცნობობა ხანმოკლე იქნება.

სასწორი

ის, რასაც ძალიან მიეჩვიეთ და მიეჯაჭვეთ, ხელს გიშლით, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. შესაძლოა დიდი ხანია სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, მაგრამ ცვლილებები გაშინებთ. არადა, ცვლილება აუცილებელია — ნუ შეუშლით საკუთარ თავს განვითარებაში ხელს. ვარსკვლავები საღამოს სახლიდან გასვლას გირჩევენ — თუ ხალხმრავალი გარემო არ მოგწონთ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე, განმარტოვებით ისეირნეთ.

მორიელი

ეს დღე დაგანახებთ, მოულოდნელ სირთულეებზე რეაგირება რამდენად სწრაფად შეგიძლიათ. სავარაუდოდ, მთელი ყურადღება ფინანსური პრობლემებისკენ გაქვთ გადატანილი. შეგიძლიათ დახმარებისთვის ახლობელ ადამიანს მიმართოთ — აქედან ყველაზე დიდ მხარდაჭერას მიიღებთ. ეცადეთ, დროულად დამშვიდდეთ, რადგან უსაფუძვლო შიში და მღელვარება ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება ძველი დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნის ყოველი მოქმედება ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს. ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან სუსტი დღეა, ამიტომ მუდმივად აპათიას და დაღლილობას იგრძნობთ. მიუხედავად ყველაფრისა, თუ მიზნის მიღწევა გსურთ, ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

თხის რქა

ეს დღე  წვრილმანი საზრუნავის გარდა, სურვილების ასრულებასაც მოგიტანთ. ეცადეთ, სამსახურის საქმეები, ფინანსური პრობლემები და პირად ურთიერთობებში გაჩენილი სირთულეები ცოტა ხნით დაივიწყოთ და ეს დღე მხოლოდ საკუთარ თავს, დასვენებასა და განტვირთვას დაუთმოთ. ხვალიდან შეგიძლიათ შემოსავლის ახალი წყაროები აქტიურად ეძებოთ, მაგრამ ამავე დროს, საეჭვო შეთავაზებები თავიდან უნდა აიცილოთ.

მერწყული

ამ დღეს მოვლენების დინამიკა შენელდება და თქვენი გეგმა იმაზე ნელა განხორციელდება, ვიდრე ელოდით. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, გააცნობიეროთ, რა არის თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი ან მიზანს აქამდე რატომ ვერ აღწევდით. ყურადღებით იყავით — ეს გააზრება დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ის ამ ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

თევზები

ამ დღეს ვიღაც ეცდება, რომ დაგამციროთ ან გეგმის შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ უსამართლო კრიტიკას არ მოუსმინოთ და რაც არ უნდა მოხდეს, მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიოთ. ამ დღეს ზედმეტი დატვირთვა სასურველი არ არის. დამშვიდდით და ბნელი ფიქრები მოიცილეთ. სასურველია, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა