1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ვერძებისთვის ეს დღევანდელი დღე შეიძლება ფინანსური თვალსაზრისით რთული აღმოჩნდეს. სიფრთხილე და ყურადრება უნდა გამოიჩინოთ, რომ დანაკარგები თავიდან აიცილოთ. დღის პირველი ნახევარი საერთო განწყობას განსაზღვრავს, თუმცა უმეტესობას კარგ პერსპექტივას პირდება. შანსი გექნებათ, რომ ყველა კონკურენტი უკან ჩამოიტოვოთ და მიზანს პირველმა მიაღწიოთ.
კურო
კუროებისთვის ემოციური ამაღლების დროა. ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მატება ბევრს აქტიურობისა და თავგადასავლების ძიებისკენ უბიძგებს — მგზავრობა, ახალ ადამიანებთან შეხვედრები და მივლინებები ერთმენთს ცვლის. ასეთ დროს ხშირად მომავლის განმსაზღვრელ გადაწყვეტილებებს იღებენ და მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით სამუშაო პროცესებს ჩამოსცილდეთ და ყურადღება ოჯახური პრობლემებისკენ გადაიტანოთ. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან სამსახურში მოულოდნელი სირთულეები შეგაფერხებთ. მოვლენებს ნუ შეეწინააღმდეგებით — გადადეთ ყველა საქმე, რომელიც შეიძლება მომავალში დაასრულოთ და ეცადეთ დღის უმეტესი ნაწილი სახლში ან სასიამოვნო საზოგადოებაში გაატაროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს კირჩხიბებს შეიძლება სიკეთისა და ქველმოქმედების სურვილი გაუჩნდეთ. ზოგს ხელმოკლე ადამიანების დახმარების სურვილი გაუჩნდება, ზოგს ქუჩის ცხოველის შეფარების. ასე გააგრძელეთ და თქვენი კეთილი საქმეები მალე ორმაგად დაგიბრუნდებათ. ყურადღებით მოუსმინეთ უფროსი ადამიანის რჩევას და შეილება რთული ვითარებიდან გამოსვლა შეძლოთ.
ლომი
ლომებისთვის დღევანდელი დღე შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი აღმოჩნდეს. წინ შთამბეჭდავი აღმოჩენები ან ძლიერი იმედგაცრუება გელით — ორივე შემთხვევა მიგანიშნებთ, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ ცხოვრებაში. იქნებ საგაზაფხულოდ, სტილის შეცვლით დაიწყოთ? ქაოსური დილისგან განსხვავებით, დღის ბოლო მშვიდი და სასიამოვნო იქნება. ეცადეთ მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ და რაღაც საინტერესოს გაიგებთ.
ქალწული
ქალწულებისთვის ეს დღე ძირითადად ყოფით საკითხებს უკავშირდება. ბევრი წვრილმანი საქმის, მათ შორის საქმიანი ქაღალდებისა და ადმინისტრაციული საკითხები მოგვარება მოგიწევთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, რადგან შესაძლოა, ყველა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწროთ ან პარალელურად, ძველი შეცდომების გამოსწორება დაგჭირდეთ. არ ინერვიულოთ — ეს პერიოდი თითქმის ყველასთვის ბიუროკრატიულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
სასწორი
დილიდან მხნედ და ენერგიულად მოქმედებთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა დაგროვილი საქმეების დასასრულებლად, რადგან დღის მეორე ნახევარში სასიცოცხლო ენერგიის იკლებს, ამიტომ საღამო სჯობს სიმშვიდესა და მოსვენებაში გაატაროთ. ზოგი სასწორის ცხოვრებაში შეიძლება ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენა მოხდეს. ეცადეთ ძველი ეცდომები არ გაიმეოროთ.
მორიელი
მორიელებისთვის დღევანდელი დღე სულიერი სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის ძიებას უკავშირდება. პროფესიული საქმიანობა მეორე ხარისხოვანი გახდება - ახლა მთელი ყურადღება პიროვნული განვითარებისა და ურთიერთგაგების ძიებაზე გაქვთ გადატანილი. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან კრიტიკული შენიშვნა დაიმსახუროთ, რაც ძალიან შეგაწუხებთ და დაგაფიქრებთ. დაგეგმეთ დრო განმარტოებისა და საკუთარ თავზე ფიქრისთვის.
მშვილდოსანი
ეს დღე მშვილდოსნებს როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს. შექმნილი ვითარების გამო საჭიროა სწრაფი მოქმედება და ურთიერთობების სწორად წარმართვა. გამორიცხული არ არის, რომ პროფესიულ საქმიანობაში გავლენიანი ადამიანის რეკომენდაცია დაგჭირდეთ. იფიქრეთ ამ საქმეში ვინ შეიძლება დაგეხმაროთ.
თხის რქა
ამ დღემ შეიძლება ახლობელ ადამიანზე შეხედულების შეცვლა გაიძულოთ. ვიღაცისთვის ეს ახალი აღმოჩენა იქნება, ვიღაცისთვის კი ეჭვების დადასტურება. შესაძლოა, ახალ სიტუაციებზე განსხვავებული რეაგირება ისწავლოთ. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი გახდეთ.
მერწყული
ეს დღე მერწყულებისთვის კარიერულ მიღწევებსა და ახალ შესაძლებლობებს უკავშირდება, რომლებიც მალე გამოჩნდება. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება ან გაფრთხილება მიიღოთ დაბრკოლებების შესახებ, რაც წინ გელით. დროა გადამწყვეტი ნა იჯები გადადგათ — წინსვლას მხოლოდ მოქმედება მოიტანს. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ ფულის დაგროვება დაიწყოთ.
თევზები
ამ დღეს მზად ხართ მიზნის მისაღწევად ისეთი მეთოდებიც კი გამოიყენოთ, რაც ადრე მიუღებლად მიგაჩნდათ. უცხო ადამიანებში დახმარების ძებნა არ სცადოთ — თუ რჩევა გჭირდებათ, მხოლოდ იმ ადამიანს მიმართეთ, ვისაც ენდობით.