თეგებით ძიება
04. 05. 2025 რემონტი

თხევადი შპალერის დადებითი და უარყოფითი მხარეები

კედლის საღებავი და კლასიკური შპალერი ყოველ მეორე ბინაში გვხვდება და ამით ვეღარავის გააკვირვებთ, ამიტომ თუ რაიმე ახალსა და საინტერესოს ეძებთ, შეგიძლიათ თხევადი შპალერის ვარიანტი განიხილოთ. ამ სტატიაში გიამბობთ რა არის თხევადი შპალერი, რა უპირატესობა და ნაკლი აქვს და რა უნდა გაითვალისწინოთ თხევადი შპალერის გამოყენებისას. 

რა არის თხევადი შპალერი?

თხევადი შპალერი რამდენიმე ნივთიერებისგან შემდგარი ფხვნილია. სახელწოდების მიუხედავად, თხევადი ის მხოლოდ კედელზე წასმის დროსაა - გაშრობის შემდეგ მასალა მყარდება და ერთგვარ ქსოვილს ემსგავსება.

შპალერის შემადგენლობა მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება, თუმცა ძირითადად, შემდეგ ელემენტებს მოიცავს:

ბამბა და აბრეშუმი,

ცელულოზა და წებო,

მინერალური მარცვლები,

ანტიფუნგალური დანამატები და საღებავები,

დეკორატიული ელემენტები და ა.შ. 

пример гладко поверхности и эффекта вспененной бумаги

თხევადი შპალერის შემადგენლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია როგორც სრულიად გლუვი, ისე ხაოიანი ზედაპირის მიღება.

თხევადი შპალერი ფერისა და ტექსტურის მიხედვით შეიძლება ხის ან ქვის იმიტაციას ახდენდეს ან უნიკალური დიზაინი ჰქონდეს. კედლის ასეთი მოპირკეთება მრავალფეროვნებით გამოირჩევა — ფერებისა და ფაქტურების არჩევანი საკმაოდ ფართოა. შესაბამისად, შეგიძლიათ უკვე არსებულ ინტერიერს შეუხამოთ ან მის საფუძველზე ახალი სტილი შექმნათ.

როგორც წესი, თხევადი შპალერი მშრალ მდგომარეობაში იყიდება. შემდეგ მას საჭირო პროპორციით ურევენ წყალს და სამუშაოებს იწყებენ. 

თხევადი შპალერის სახეობები

მაღაზიების თაროებზე შეიძლება ათობით სხვადასხვა ტიპის თხევადი შპალერი შეგხვდეთ. ვიზუალური სხვაობის მიუხედავად, მშრალი ნარევების შემადგენლობა დიდად არ განსხვავდება. ძირითადად, ოთხ მთავარ ტიპს გამოყოჰფენ:

ბამბის შპალერი — შეიცავს ბუნებრივ ბამბას და გარეგნულად, ქსოვილს წააგავს.

ცელულოზის შპალერი — დამზადებულია გადამუშავებული ხისგანე. ერთ-ერთი ყველაზე იაფი და გამძლე ვარიანტია, რომელსაც დაბალი ტემპერატურის არ ეშინია.

ტექსტილის შპალერი — შეიცავს აბრეშუმს, რაც დამახასიათებელ ბზინვარებას ანიჭებს. ასეთი შპალერი ძირითადად, ბეტონზე ან გიპსოკარდონზე გამოიყენება. სხვა ვარიანტებთან შედარებით ძვირადღირებულია.

შერეული შპალერი —სხვადასხვა ტიპის მასალებს აერთიანებს და შესაბამისად, ყველა მათგანის უპირატესობა გააჩნია.

ყველაზე პოპულარულ ვარიანტად აბრეშუმ-ცელულოზის შპალერი ითვლება — ის პრემიუმ კლასს მიეკუთვნება, თუმცა ტექსტილის შპალერზე იაფია.

Жидкие обои в интерьере гостиной

თხევადი შპალერი ბევრი პარამეტრით დეკორატიულ ფითხს (შპაკლი) ჰგავს — აქვს კარგი თბოიზოლაცია, "სუნთქავს" და  დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენა ადვილად შესაძლებელია.

თხევადი შპალერის უპირატესობები:

უწყვეტი ზედაპირი — ნაკერები არ აქვს და შპალერის ნაჭრების შეხამებაზე ფიქრი არ გიწევთ — მასალა ერთიანი ფენით იდება.

გამძლეობა — დაზიანების გასწორება მარტივად შეიძლება — უბრალოდ წაუსვით ცოტაოდენი თხევადი შპალერი და დაზიანება შეუმჩნეველი გახდება. 

არ საჭიროებს კედლის იდეალურად გასწორებას — ნარევი კედლის მცირე ხარვეზებს იდეალურად ფარავს.

ხმის იზოლაცია — ჩვეულებრივი შპალერისგან განსხვავებით, გიცავთ გარე ხმაურისგან.

ადვილი მოსავლელია - არ იწოვს მტვერსა და სუნს, არ ხუნდება  მზეზე და პრაქტიკულად არ ჭუჭყიანდება. 

უნივერსალურობა და ეკოლოგიურობა — თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ წასმა, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალაა. გაზავებული მასა ორი დღის განმავლობაში ინახება.

Жидкие обои в детской комнате

თხევადი შპალერის ნაკლი 

არც ერთი მასალა იდეალური არაა და გარკვეული ნაკლი თხევად შპალერსაც აქვს.

სისველის ეშინია  — ასეთ შპალერს ვერ გარეცხავთ, რადგან საფარი დაზიანდება.

გაშრობის ხანგრძლივობა — წასმა ადვილია, მაგრამ მთლიანად გაშრობას 2–3 დღე სჭირდება.

მაღალი ფასი — ჩვეულებრივი საღებავთან ან შპალერთან შედარებით ძვირია.

როგორ უნდა წავუსვათ კედელს თხევადი შპალერი?

1. მოსამზადებელი სამუშაოები

პირველ რიგში, ზედაპირი უნდა მოამზადოთ — მოაშორეთ კედელს ძველი შპალერი ან საღებავი, დაამუშავეთ და ფითხით ძალიან არათანაბარი ადგილები დაამუშავეთ. ზედაპირის იდეალური გასწორება სავალდებულო არაა — შპალერი ამ ხარვეზებს დაფარავს.

კედლის დამუშავების შემდეგ ნარევი უნდა გააზავოთ. საჭირო რაოდენობის წყალს დაუმატეთ ინტრუქციაში მითითებული მშრალი ნარევის რაოდენობა და ხელით აურიეთ, სანამ რბილ და ერთგვაროვან მასას მიიღებთ. არ გამოიყენოთ მექანიკური მიქსერი — ის შპალერის შემადგენლობას დააზიანებს. მიღებული ხსნარის 10–12 საათით გაჩერება შეიძლება.

2. თხევადი შპალერის წასმა

ამისთვის სპეციალური პენოპოლიურეთანის დაფა დაგჭირდებათ. კედლებზე მასა დაახლოებით 2–3 მმ სისქეზე, ზემოდან ქვემოთ მოძრაობით უნდა წაუსვათ, ჭერზე — წრიული მოძრაობით.

3. ბოლო ეტაპი 

2–3 დღე დაიცადეთ, სანამ თხევადი შპალერი მთლიანად გაშრება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შპალერს დამცავი ლაქი წაუსვათ, რომელიც წყლისა და ნესტისგან დაიცავს. 

როგორ მოვხსნათ თხევადი შპალერი?

თხევადი შპალერის მოხსნა საკმაოდ მარტივია და სპეციალურ ტექნიკას არ საჭიროებს - შპალერს წყალი მიაფრქვიეთ და ნახევარი საათის შემდეგ წაუსვით სპეციალური ხსნარი, რომელიც შპალერის სტრუქტურას დაშლის — ის ყველა სამშენებლო მაღაზიაში იყიდება.

Жидкие обои в интерьере кухни: особенности их применения


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა