თეგებით ძიება

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი 

ამ დღეს პლანეტების განლაგება ადამიანებს შემეცნებითი საქმიანობისკენ განაწყობს. თქვენთვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ თუ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა წარმატებული იქნება – შეძლებთ, რომ საკუთარი ერუდიცია და სიღრმისეული ცოდნა ყველას დაუმტკიცოთ. საღამოს გამორიცხული არ არის სამართალდამცველებთან ინციდენტი, ამიტომ მანქანის მართვის დროს ფრთხილად უნდა იყოთ.  

კუროე

ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი უნარები საყოველთაო მოწონებას გამოიწვევს. ეს გასაკვირი არ არის – პლანეტების განლაგება და ვარსკვლავების კეთილგანწყობა კუროების შემოქმედებით უნარებს გააძლიერებს. ამ მუხტს განსაკუთრებით ძლიერად ხელოვანი ადამიანები იგრძნობენ. სიფრთხილე არ დაგავიწყდეთ – ეცადეთ, რომ თქვენმა ექსპერიმენტმა სხვა ადამიანების პირადი საზღვრები არ დაარღვიოს.  

ტყუპები

თუ თქვენს ახლობელს ვინმე უსამართლოდ მოექცა, ნუ დააყოვნებთ და ჩაერიეთ – შესაძლოა, თქვენი მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ეს, მართალია, დიდ ემოციურ ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ძალების აღდგენაში საუნა ან აბანო დაგეხმარებათ და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.

კირჩხიბი

დილიდან სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით. უნდა გახსოვდეთ, რომ სამუშაოს თქვენს ნაცვლად სხვა არ შეასრულებს და არც საოჯახო საქმეები მოგვარდება თავისით. უკვე ხვალ საკუთარ სიზარმაცეს ძალიან ინანებთ. თუ საქმის დასრულებისთვის ძალა არ გყოფნით, დახმარება უნდა ითხოვოთ – ახლობელი ადამიანები არ მიგატოვებენ და აუცილებლად დაგეხმარებიან. საღამომდე თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, მაგრამ ეცადეთ თავისუფალი დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ლომი

უმნიშვნელო გაციებამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ.  იქნებ, ბედი ცდილობს მიგანიშნოთ, რომ გაჩერდეთ და საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე იზრუნოთ. ნუ შეეცდებით სხვების თვალში იმაზე უკეთესი გამოჩნდეთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ. წარსულის ტკივილი წატსულში უნდა დატოვოთ და მომავალს ახალი იმედებით შეეგებოთ. 

ქალწული

შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. შეარჩიეთ მშვიდი და წყნარი ადგილი, რომ ურთიერთობისგან სიამოვნების მიღება შეძლოთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან, განსაკუთრებით თუ ავტომობილს მართავთ. ყურადღების მოდუნებამ შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ. ეცადეთ გარკვეული რეჟიმი დაიცვათ და ტკბილეულისა და ცხიმიანი საკვების მოხმარება შეზღუდოთ. ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაძლიოთ და სიმსუბუქის შეგრძნება დაიბრუნოთ. პროფესიულ საქმიანობაში მცირე შეფერხება გელით, რომელსაც ძველი კოლეგების დახმარებით დაძლევთ. 

მორიელი

დღის პირველ ნახევარში შეიძლება მოულოდნელმა სირთულეებმა დაბნეულობა გამოიწვიოს, თუმცა, გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდება. არსებობს რისკი, რომ გასაღები ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთიი დაკარგოთ, ამიტომ ფრთხილად იყავით და თქვენი ნივთები უყურადღებოდ არ დატოვოთ. სავარაუდოდ, დაწყებული საქმის სწრაფად დასრულებას ვერ შეძლებთ, რაც გასაკვირი არ არის - ყველაფერს სერიოზული და საფუძვლიანი მიდგომა სჭირდება.

მშვილდოსანი

მოზღვავებული ემოციები შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე უარყოფითად აისახოს. დაიცავით თავი და ეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლები ინერვიულოთ. უმჯობესია დღევანდელი დღე სახლში გაატაროთ და ხალხმრავალ ღონისძიებებში არ ჩაერთოთ – ხმაურისა და ქაოსის გამო შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. 

თხის რქები

თხის რქებო, გირჩევთ ეს დღე თქვენს ჯანმრთელობას მიუძღვნათ - აუცილებლად ეწვიეთ ექიმს და სრული გამოკვლევა ჩაიტარეთ. დროა, სწრაფი კვების პროდუქტებზე და მავნე საკვებზე უარი თქვათ და უპირატესობა ვიტამინებით მდიდარ, ჯანსაღ საკვებს მიანიჭოთ. ეცადეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გასვლის და დასვენების დრო გამონახოთ - ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. 

მერწყული

ეს დღე მოგზაურობისთვის იდეალურია. უსარგებლო საუბრების დრო დასრულდა და გადამწყვეტი მოქმედებების დრო დაიწყო. პლანეტების განლაგება მიუთითებს, რომ დროა, ძველი საქმეები დაასრულოთ და ახალი პროექტები დაიწყოთ. ამაში ახალი ნაცნობი დაგეხმარებათ, რომელიც გარკვეულ საკითხებში საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით.

თევზები 

თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე უარყოფითად მოქმედებს. მისი ჭორებისა და ინტრიგების გამო ახლობლებთან თქვენი ურთიერთობა უარესდება. ასე თუ გაგრძელდა, ადრე თუ გვიან მიაღწევს, რომ მარტო დაგტოვოთ, ამიტომ შეეცადეთ, საკითხს გონივრულად მიუდგეთ და ამ ადამიანს თავისი ადგილი მიუჩინოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა