თეგებით ძიება

ქვეყნები, სადაც სურსათი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის ფასები ყველაზე ძვირი თურქეთშია, ყველაზე იაფი კი რუსეთში. Numbeo-ს 2025 წლის სტატისტიკაში, რომელიც 139 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, თურქეთი 79-ე, ხოლო რუსეთი 134-ე ადგილს იკავებს.

მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის სიძვირით თურქეთს მოსდევს სომხეთი, რომელმაც 86-ე ადგილი დაიკავა. შემდეგ ადგილი კი საქართველოს ერგო, რომელიც 104-ე ადგილზეა.

Numbeo-ს რეიტინგში 112-ე ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სურსათის სიიაფით მხოლოდ რუსეთს ჩამოუვარდება.

139 ქვეყანას შორის სურსათის ფასი ყველაზე ძვირია შემდეგ 5 ქვეყანაში:

აშშ ვირჯინიის კუნძულები;

შვეიცარია;

ისლანდია;

ბაჰამის კუნძულები;

ბარბადოსი.

მსოფლიოში 5 ყველაზე იაფი ქვეყანა სურსათის კუთხით ასე გამოყურება:

პაკისტანი;

ავღანეთი;

ეგვიპტე;

ირანი;

მადაგასკარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა