თეგებით ძიება

2025 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის მოგება მიიღეს

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ამის შესახებ მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისოების წმინდა მოგება 0.3 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისოებმა პირველ კვარტალში 94 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 58 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებიდან მიღებულ შემოსავლებს შეადგენდა.

ამასთან მისოებს 22 მილიონი ლარის საკომისიო და სხვა შემოსავლები ჰქონდათ.

რაც შეეხება ხარჯებს, 29 მილიონი ლარი იყო მისოებში დასაქმებული პერსონალის სახელფასო ხარჯები, მთლიანი არასაპროცენტო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 45 მილიონ ლარს შეადგენდა. საკრედიტო დანაკარგები და ჩამოწერები 7.7 მილიონი ლარი იყო, ხოლო 15 მილიონი ლარი კი თავად მისოების მიერ აღებული სესხების მომსახურებაზე დაიხარჯა. შედეგად მისოების მოგება 29 მილიონ ლარს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა