საქართველომ აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან და იტალიიდან მიიღო - სტატისტიკა
2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 54 მილიონი დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 50 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 19%-ით შემცირდა და მან 39.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
2025 წლის აპრილში საქართველოს ფულადი გზავნილების ტოპ 10
- აშშ - 53.987 მლნ დოლარი
- იტალია - 50.211 მლნ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია - 39.867 მლნ დოლარი
- გერმანია - 24.835 მლნ დოლარი
- საბერძნეთი - 24.624 მლნ დოლარი
- ისრაელი - 22.169 მლნ დოლარი
- თურქეთი - 8.603 მლნ დოლარი
- ესპანეთი - 7.862 მლნ დოლარი
- ყირგიზეთი - 7.747 მლნ დოლარი
- ყაზახეთი - 7.155 მლნ დოლარი