20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. ემოციურმა არასტაბილურობამ ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გამოვლენილმა ეგოიზმმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. გამოიწვიოს დიდი ბრძოლა. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიას დაარღვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფრო კრიტიკულად მოეკიდოთ საკუთარ შესაძლებლობებს.
კურო
ამ დღეს გამოცდილი ადამიანების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ, მალე, ქვეყნისთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც მომავლისთვის გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში სამსახური დაივიწყეთ და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მარტოხელა კუროს სასიყვარულო ამბავი ელის, რომელსაც რაღაც მიზეზით, ყველასგან საიდუმლოდ შეინახავს.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ქალაქგარეთ გასვლისა და ფიზიკური აქტივობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი წყენა დაივიწყოთ და ეს დღე მთლიანად საკუთარ სურვილებს მიუძღვნათ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან – ჯობია, თავისუფალი დრო სანდო ადამიანებთან ერთად გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, გარიგება დადოთ, რომელიც მალე მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.
კირჩხიბი
მოთმინება და შრომისმოყვარეობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, კოლეგის რჩევები გაითვალისწინოთ და მიხვდებით, რომ ზოგჯერ ის სასარგებლო და გამოსადეგია. ამ დღეს ნებისმიერი პროფილაქტიკური პროცედურა, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება, სასარგებლო იქნება. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმარი – ეცადეთ, კარგად დაიმახსოვროთ და გააანალიზოთ, რადგან სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გაფრთხილება მოიცავს.
ლომი
ნუ გაჩუმდებით იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებს ეხება. სადაც არ უნდა იყოთ, ეცადეთ, გარემოების შესაბამისად ისაუბროთ და იმოქმედოთ. ინტელექტუალური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ამ დღეს საშუალება გექნებათ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და სასარგებლო კავშირები დაამყაროთ.
ქალწული
ვარსკვლავები ახლო მომავალში მფარველობას გპირდებიან. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას – ამან შესაძლოა გადაღლამდე და ტრავმამდე მიგიყვანოთ. ახალი ნაცნობი შეიძლება თქვენი ერთგული მეგობარი გახდეს. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და დიალოგისთვის მზად იყოთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.
სასწორი
ამ დღეს ახალ ინფორმაციას სწრაფად და ადვილად ითვისებთ, ამიტომ შესაფერისი დროა სწავლისა და ახალი პროფესიის ათვისებისთვის. მოერიდეთ ახლობლებთან კამათს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წყენა დაგროვდა. უარი თქვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს არ ეთანხმებიან. სანამ ინფორმაციას არ გადაამოწმებთ, დებატებში ჩართვისა და ადამიანის კრიტიკისგან თავი შეიკავეთ.
მორიელი
ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი განწყობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს, რაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მიიღეთ გაციების საწინააღმდეგო პრევენციული ზომები. თავი შეიკავეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენისგან. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ერიდეთ ურთიერთობების გარკვევას.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ყველა საქმის დასრულებას მაინც ვერ შეძლებთ, მაგრამ დაღლილობა ან ფიზიკური დატვირთვა ნერვულ მოშლას და პარტნიორთან ურთიერთობის გართულებას გამოიწვევს. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს. გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და ალკოჰოლური სასმელები.
თხის რქა
თქვენი მიმტევებლობა ახლა აუცილებელია ოჯახში კომფორტისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ რეალობის აღქმა და პარტნიორის დამოკიდებულების ობიექტურად შეფასება გიჭირთ. ერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.
მერწყული
ამ დღეს უზენაესი ძალების მხარდაჭერით და მფარველობით უზრუნველყოფილი იქნებით. ეცადეთ, თქვენი პიროვნული ხიბლი სასარგებლოდ გამოიყენოთ – დღეს შეიძლება ერთდროულად ბევრ საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ეცადეთ, საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ, თორემ ვიღაც მათ ჩაშლას ეცდება.
თევზი
ეს დღე ცოდნის მიღებას, პროფესიულ ზრდას და კარიერულ განვითარებას უკავშირდება. რაღაც განსაკუთრებული მიღწევით გაიბრწყინებთ, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. თევზების ბიუჯეტი ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად უმჯობესდება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ფიზიკურ დატვირთვას და მასაჟს დაუთმოთ.