თეგებით ძიება

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 35% თბილისში ცხოვრობს

საქართველოს მოსახლეობის 34.6% დედაქალაქში ცხოვრობს. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 3 704 500-ს შეადგენდა, აქედან კი 1 282 600 პირი თბილისში ცხოვრობდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მოსახლე ქვემო ქართლს, იმერეთსა და აჭარას ჰყავს.

კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობა რეგიონების მიხედვით ასეა გადანაწილებული:

  • ქვემო ქართლი - 438 900 კაცი;
  • იმერეთი - 433 300 კაცი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 366 700 კაცი;
  • კახეთი - 298 500 კაცი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 283 300 კაცი;
  • შიდა ქართლი - 242 000 კაცი;
  • სამცხე ჯავახეთი - 140 200 კაცი;
  • გურია - 100 600 კაცი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 92 700 კაცი;
  • რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 25 700 კაცი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა