თეგებით ძიება

წელს 3 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას 112 ადამიანი ემსხვერპლა, 1 763 კი დაშავდა - რა იყო გამომწვევი მიზეზები

წელს, 1-ელ კვარტალში საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 15 731 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, აქედან 14 371 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მოდის, ხოლო 1 360 სისხლის სამართლის კოდექსზე.

შედეგად, წელს 3 თვეში დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო 1 763 დაშავდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი დაღუპული, 33% - 61 წლის და მეტი ასაკის ადამიანზე მოდის, 29% 26-დან 40 წლამდე, ხოლო 20.5% 41-დან 60 წლამდე.

შსს-ის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 61% - თბილისში მოხდა. ასევე, ლეტალური შედეგითაც დედაქალაქი "ლიდერობს".

იმ ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, 31-ის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევას უკავშირდება, 26 - მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას, 25 - შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას ან გასწრების წესების დარღვევას, 21 მოხვევის მანევრს, 15 - სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, 9 - დისტანციის დაუცველობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა