რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული?
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
27 მაისი
ამ დღეს ბევრ ადამიანს ფინანსური სარგებლისა და მოგების მიღების შესაძლებლობა ექნება. დაიწყეთ ახალი პროექტები, იფიქრეთ არსებული საქმის განვითარებაზე. შესაბამისი ენერგია და მოტივაცია დაგეხმარებათ, რომ ბოლომდე განახორციელოთ ის, რაც სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ.
28 მაისი
აღნიშნულ დღეს შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი გახდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აგრესიასა და დაპირისპირებას მაქსიმალურად მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ. რაც მთავარია, გახსოვდეთ თქვენი მიზნები. იმის გამო, რომ მცირე ხნით მოტივაცია დაგეკარგათ, მათზე უარს ნუ იტყვით!
29 მაისი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. ამიტომ, ჯობს, აღნიშნული დღის ენერგია სასარგებლოდ გამოიყენოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ახალ პროექტებში ჩაერთოთ, ცოდნის გამრავალფეროვნებასა და ცხოვრების სტილის შეცვლაზე იფიქროთ
30 მაისი
შესაძლოა, თანამშრომლებთან კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამავდროულად, მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ნიშანია, რომ ცოტა ხნით გაჩერდეთ, შეაფასოთ ის, რასაც აკეთებთ, საკუთარ თავს გულწრფელად ჰკითხოთ, რისი შეცვლა გსურთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
31 მაისი
ეს დღე დისციპლინასა და ნებისყოფის გამოვლენას მოითხოვს, რადგან შესაძლოა გარკვეული სირთულეები და დაბრკოლებები შეგხვდეთ. თუმცა, მიღებული გამოცდილება და გაკვეთილები თქვენთვის სამომავლოდ ნამდვილად ღირებული იქნება.
1-ელი ივნისი
კვირა პოზიტიური ენერგიით დასრულდება. შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს შეხვდეთ, დადებითი ემოციები გაცვალოთ, შინაგან დაძაბულობასა და სტრესს დაძლიოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. შესანიშნავი დღეა კომუნიკაციისთვის, შემოქმედებითობისა და სასარგებლო ცვლილებებისთვის.