ვის ელოდება პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატება ივნისში? - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ამა თუ იმ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემეცნებით ინფორმაციას.
ამჯერად იგი გადაცემის "დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც ივნისის მნიშვნელოვანი თარიღები დაასახელა:
„ივნისი ყველასთვის გაცილებით პოზიტიური იქნება, მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება იუპიტერი, რომელიც ყველაფერს აფართოებს. იუპიტერის გავლენა ძალაში იქნება მომავალი წლის ივნისამდე. ზოგადად, კირჩხიბის ზოდიაქოს ძალიან სწყალობს იუპიტერი, რასაც ვერ ვიტყვით ტყუპებზე, ამიტომ ზოდიაქოს ნიშანი სიმბოლურად არის ოჯახი, სამშობლო, ღირებულებები, ურთიერთობები. ყველაფერს დაეტყობა სასიკეთო ცვლილებები.
აქტუალური იქნება დაოჯახება, ეს სტატისტიკაა და ყველაზე მეტი ოჯახი ამ თვეში იქმნება.
სატურნი ახლახან გადავიდა ვერძში, 30 წლიანი ციკლი დაიწყო. იუპიტერი კირჩხიბში და სატურნი ვერძში არის პირადი საზღვრები, ეს უნდა ვისწავლოთ“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.