თეგებით ძიება

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ საქმიანობის მიმართულებით, გადადგამთ  მნიშვნელოვან ნაბიჯებს. შეეცადეთ დღე გამოიყენოთ მაქსიმალურად ნაყოფიერად“, - 29 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ვერძი - თუ სიმშვიდის შენარჩუნებას მოახერხებთ, თავიდან აირიდებთ უსიამოვნებებს. არ გამოიჩინოთ ინიციატივა, გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში.

კურო - სასიამოვნო დღე გექნებათ, გაგიმარტივდებათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, მოგეცემათ შესაძლებლობა მოინახულოთ მეგობრები. 

ტყუპები - მოგეცემათ ბევრი შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. წარმატება თქვენს მხარეს იქნება, ნებისმიერი წამოწყება დაგიფასდებათ.

კირჩხიბი - თუ ენერგიას ტყუილად არ გაფლანგავთ, წარმატებული დღე გექნებათ. დრო და ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც რეალურად პრიორიტეტულია. წვრილმან კონფლიქტებში ნუ გაფლანგავთ დროს. 

ლომი - საქმიანი მიმართულებით წარმატებული დღეა, თამამად იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯები, ყველა საქმე იქნება წარმატებული. 

ქალწული - წარმატებული დღე იქნება იმ შემთხვევაში თუ წვრილმანებზე არ ინერვიულებთ. გაატარეთ დღე მეგობრებთან ერთად. 

სასწორი - საინტერესო დღე გელოდებათ, გაიცნობთ უჩვეულო ადამიანებს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი სანაცნობო წრის გაფართოების. 

მორიელი - ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, არც სერიოზული საქმე შეასრულოთ, თავი შეიკავეთ. გჭირდებათ მეტი მოთმინება და სიმშვიდე. შეიცვალეთ გარემო და მიიღეთ სასიამოვნო ემოციები. 

მშვილდოსანი - იხელმძღვანელეთ თქვენი ინტუიციით, ის გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ სწორად და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება მიზანშეწონილი. 

თხის რქა - ნეიტრალური დღეა, სურვილი გექნებათ ყველაფერი გადადოთ, შესაძლოა ასევე ძველმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ყველაფერი ეტაპობრივად მოაგვარეთ. 

მერწყული - თუ რაიმე სიახლე გინდოდათ ეს დღე ამისთვის გამოიყენეთ. ნებისმიერი იდეა წარმატებას მოგიტანთ, იყავით კრეატიულები. 

თევზები - არც ისეთი მშვიდი დღე გექნებათ, ამიტომ არ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები, ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა