თეგებით ძიება

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოსახლეობა დაახლოებით 2.4-ჯერ შემცირდა - თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი კი პენსიონერია

ბოლო 31 წლის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა თითქმის 2.4-ჯერ შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლისთვის ადგილზე მოსახლეობის რიცხოვნობა 25.7 ათასს შეადგენდა, მაშინ როცა 1994 წელს 61.6 ათასი იყო.

რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა 2025 წელს ასე გამოიყურებოდა:

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - 10 ათასი;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი - 3.5 ათასი;
  • ონის მუნიციპალიტეტი - 5.2 ათასი;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტი - 6.9 ათასი.

ადგილზე დაბალია შობადობის მაჩვენებელიც. ასე მაგალითად, 2024 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში 237 ბავშვი დაიბადა. აქედან:

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - 72;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტში - 62;
  • ონის მუნიციპალიტეტში - 47;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტში - 56.

მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონში თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი პენსიას იღებს. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს რეგიონში პენსიის მიმღებთა რიცხვი 10 115-ს შეადგენდა. რაიონების მიხედვით მონაცემები ასეთია:

  • ამბროლაურის რაიონი - 3 544 პირი;
  • ლენტეხის რაიონი - 1 541 პირი;
  • ონის რაიონი - 1 930 პირი;
  • ცაგერის რაიონი - 3 100 პირი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში საარსებო შემწეობას იღებს 6 456 პირი. რაიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამბროლაურშია, დეტალურად:

  • ქალაქი ამბროლაური - 235 პირი;
  • ამბროლაურის რაიონი - 2 404 პირი;
  • ლენტეხის რაიონი - 693 პირი;
  • ონის რაიონი - 1 598 პირი;
  • ცაგერის რაიონი - 1 526 პირი.

ამის პარალელურად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სამუშაო ძალის მაჩვენებელი ბოლო - 2024 წლის მონაცემებით 12.4 ათასს შეადგენდა, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის რიცხოვნობა კი 13.2 ათასი იყო. ამავე პერიოდში რეგიონში დასაქმებულთა რიცხვი 10.9 ათასს ადამიანს შეადგენდა, უმუშევრობის დონე 11.6%-ი იყო, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე კი 48.3%.

რაც შეეხება ხელფასებს, 2023 წელს (ბოლო მონაცემები) რეგიონში ყოველთვიური საშუალო ნომინალური ხელფასი ისტორიულ მაჩვენებელზეა, თუმცა, მხოლოდ 881.7 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი ანაზღაურება სწორედ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა