პირველ კვარტალში დაღუპულთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა - ავარიების საგანგაშო სტატისტიკა
პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 112 ადამიანი, დაზიანდა 1 760, ხოლო რაც შეეხება ავარიებს, ამ პერიოდში 1 360 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოხდა - როგორც საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.
მისი თქმით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა და ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, ხოლო დაზიანებულთა ოდენობა 18%-ით არის გაზრდილი“ - განაცხადა მან.
„აღნიშნული სტატისტიკა ყოველგვარ მოლოდინებს აჭარებებს. აუცილებელია, სახელმწიფო დონეზე ზომების მიღება. რაც შეეხება ქვეითებს, პირველ კვარტალკში 50 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგანლია, რომ ქვეითთა კუთხითაც არის ბევრი რამ შესაცვლელი.
წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება, ასევე მანევრირების დარღვევა, საპირისპირო ზოლში სიარული“, - განაცხადა ლალიაშვილმა.