თეგებით ძიება

ვის მიეცემა შესაძლებლობა მარტივად გადაჭრას ძველი პრობლემები? - 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და მოგეცემათ საშუალება განახორციელოთ ცვლილებები, ამიტომ თუ ახალი საქმის დაწყება გინდოდათ გამოიყენეთ ეს დღე. გაითვალისწინეთ მეტი სიფრთხილე გმართებთ წყალთან მიმართებაში“, - ამის შესახებ "დილა მშვიდობისა საქართველო“ ეთერში ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

ვერძი - გამოჩნდება ბევრი შესაძლებლობა, ამიტომ გამოიყენეთ ეს ყველაფერი. გაქვთ შანსი კარიერულად წინ წახვიდეთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ ემოცირუი სტაბილურობა, რათა აირიდოთ თავიდან კონფლიქტები.

კურო  - მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, არის ალბათობა გქონდეთ გაუთვალისწინებელი ხარჯი. ეცადეთ ეს დღე სწორად და მშვიდად გამოიყენოთ არ არის კარგი გარისკვა. 

ტყუპები - საინტერესო დღე გელოდებათ, თითქოს თქვენ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს დღეს. კარგი დღე არის მოლაპარაკებისთვის და მოგზაურობაში წასასვლელად. 

კირჩხიბი - ნეიტრალური დღე გელოდებათ, ეცადეთ დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგია, ასევე დღის პირველ ნახევარშ შეიძლება მოგიწიოთ უსიამოვნო საუბარი.

ლომი - კარგი დღეა შემომქედებითი კუთხით, შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები და იყოს თქვენ ცხოვრებაში მრავალფერონი სიახლეები. 

ქალწული - დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, შეიძლება ძველმა საკითხებმა იჩნოს თავი. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად კრიტიკულები. 

სასწორი - საკმაოდ აქტიური დღე, შეიძლება მოგიოწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენეთ ეს დღე რადგან გაძლევთ ბევრ შესაძლებლობებს.

მორიელი - ეცადეთ არ იყოთ წვრილმანებზე ორიენტირებულები დღეს, რათა ეს დღე წარმატებული იყოს თქვენთვის. შეიძლება დღეს მოაგვაროთ ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც დიდი ხნის განამვლობაშ გაწუხებდათ.

მშვილდოსანი - აქტიური და პოზიტიური დღეა, შეგიძლიათ იმომქედოთ თამამად. ასევე შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას, რომელიც ყველაფერს სწორად გიკარნახებთ.

თხის რქა -  მნიშნელოვანი დღეა, ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ანალიზისთვის, რას აკეთებდით ან რისი გაკეთება გსურთ. 

მერწყული - ჰარმონიული და პოზიტიური დღეა, კარგი იქნება გუნდური მუშაობისთვის და მეგობრებთან გასატარებლად ეს დღე 

თევზები - აქტიური და პერსპექტიული დღეა, თუ რამე მნიშვნელოვანის გაკეთებას გეგმავდით გადადგით ნაბიჯები და იმოქმედეთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა