თეგებით ძიება

"კარიერული კუთხით კარგი პერიოდია, შემოსავლის მიღების შანსებია“ - 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

„21 ივნისამდე ცეცხლის და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის შედარებით უკეთესი პერიოდია, მაგრამ ძალიან მალე ყველა ნიშნისთვის გამოიდარებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - წამოწყებებისთვის, სიახლეებისთვის კარგი პერიოდია, შედეგის დადების დროა. ინვესტიციები, კონტაქტები, მატერიალური მიმართულებით იქნება წარმატებული. მეტი სტაბილურობა და დაწყებული საქმეები დაამთავრეთ. 

კურო - პერიოდი ეფექტურია დასაგვირგვინებლად, ფინანსური, საბანკო კრიზისების წინაშე თუ იყავით, ყველაფერი წავა ფინალისკენ. 

ტყუპები - მზე ჯერ კიდევ თქვენს ნიშანს გადის, ამიტომ კარგი და ეფექტური პერიოდი გაქვთ, რაც პარტნიორული ურთიერთობებისთვის უნდა გამოიყენოთ. 

კირჩხიბი - გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ხანგრძლივი ავადობიდან გამოსვლის დროა. გამოიყენეთ სტიქიების ძალა და ენერგოტონუსის გაუმჯობესებაზე იფიქრეთ. 

ლომი - ყველანაირი სიკეთე, სიამოვნება შეიძლება თავზე დააბერტყოს ფორტუნამ. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით აღიჭურვეთ და იყავით გამზიარებელი.

ქალწული - საოჯახო საქმეებისთვის კარგი პერიოდია, ფორტუნა ამ თემებს უფრო მეტად სწყალობს. 

სასწორი - გამოიყენეთ შარმი, კომუნიკაბელურობა, შეიძინეთ ნაცნობები, ინვესტირებები, კარიერული საკითხები იქნება წარმატებული. 

მორიელი - მატერიალისტი მორიელები მინდა გავახარო, ბრწყინვალე პერიოდია შემოსავლების გაზრდის კუთხით. აუცილებლად იფიქრეთ შემოსავლის წყაროს გაფართოებაზე. 

მშვილდოსანი - სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია, ამიტომ იუმორი, სამყაროს ფილოსოფია, ოპტიმიზმი უნდა გამოიყენოთ. 

თხის რქა - მოლაპარაკე ფსიქოტიპის არ ხართ, ამიტომ ბრწყინვალე პერიოდია სტრატეგიის გასაწერად, ენაზე კბილის დაჭერას მოითხოვს პერიოდი. 

მერწყული - კარიერული კუთხით კარგი პერიოდია, შემოსავლის მიღების შანსებია. ყურადღება მიაქციეთ სამეგობროს, სოციალურ წრეებს. 

თევზები - ძალიან კარგი პერიოდია კარიერული საკითხებისთვის, დაწინაურება, ახალი ნაბიჯები კარიერაში, აუცილებლად იმოქმედეთ ამისთვის. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დაოჯახდეს“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა