თეგებით ძიება

"წაღებულია ძვირფასი სამკაულები, ლუქს კლასის საათები და ბრენდული ჩანთები" - რას წერს dailymail-ი ხვიჩა კვარაცხელიას სახლის გაქურდვის ფაქტზე

PSG-ს ვარ­სკვლა­ვის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სახ­ლი გა­ძარ­ცვეს, როცა ის ფრან­გულ რი­ვი­ე­რა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. ამის შე­სა­ხებ dailymail წერს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია Geo Team-მა გა­ავ­რცე­ლა. კან­ში დას­ვე­ნე­ბის დროს, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას და ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის სახ­ლი გა­ქურ­დეს - წერ­და გა­მო­ცე­მა. უცხო­ურ მე­დი­ა­ში და­ვი­თაშ­ვი­ლის ბი­ნის გა­ქურდვა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა L'Équipe-ის ცნო­ბით, კვა­რა­ცხე­ლი­ას ბი­ნი­დან, რო­მე­ლიც სპორ­ტსმენ­მა საფ­რან­გეთ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ იქი­რა­ვა, მო­ი­პა­რეს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი, ლუქს კლა­სის სა­ა­თე­ბი და ბრენ­დუ­ლი ჩან­თე­ბი, მა­შინ როცა ის და და­ვი­თაშ­ვი­ლი კან­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ქურ­დო­ბი­სას არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, ხოლო გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ის მიერ.

კვა­რა­ცხე­ლი­ას, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა PSG-ს წარ­მა­ტე­ბულ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის კამ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში, კლუბ­მა შვე­ბუ­ლე­ბა მის­ცა, სა­ნამ გუნ­დი თვის ბო­ლოს კლუბ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბას და­ი­წყებს.

24 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი პა­რი­ზულ კლუბს გა­სულ ზა­ფხულს ნა­პო­ლი­დან შე­უ­ერ­თდა. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მან 25 მატჩში 7 გოლი გა­ი­ტა­ნა და 6 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა